Page 10 - Demo
P. 10

„სასახლეზე ზრუნვა ჩვენთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ეს არის ჩვენი ოჯახის განძი და მემკვიდრეობა, რომელიც მომავალ თაობებს უნდა შემოვუნახოთ“
სასახლის მისაღებ ოთახში ფეოდალური ეპოქის ამსახველი ჯადოსნური დეტალებია მოქცეული. აქვეა სკივრი შუა საუკუნეებიდან და „რკინის ჯარისკაცი“ (ქვევით), რომელიც დერეფნისკენ მიმავალ გზას „იცავს“.
ბევრი ბრძოლა აქვს გადატანილი და მე-14 საუკუნეში სამეფო რეზიდენციის სტატუსსაც ითავსებდა. დღეს მასზე მთელი მსოფლიო საუბრობს, იმიტომ, რომ სწორედ ამ სასახ- ლემ უმასპინძლა „სამეფო კარის თამაშების“ ახალ სეზონს. „ჩვენ „სამეფო კარის თამა- შების“ დიდი გულშემატკივრები ვართ და შე- მოთავაზებამ ძალიან გაგვახარა“, – იხსენებს ევა, – „მაგრამ კონფიდენციალურობის დაცვა მკაცრად მოგვეთხოვებოდა“.
„ალმოდოვარი“ ზოგჯერ ქორწილებსა და, თქვენ წარმოიდგინეთ, კონფერენციებსაც მასპინძლობს. რასაკვირველია, აქვე აღი- ნიშნა ევასა და მისი არისტოკრატი მეუღლის გრანდიოზული ქორწილი, რომელმაც 2013 წელს მთელი ესპანეთი მონუსხა. მოკლედ, ევა თავად გაგვაცნობს „სამეფო კარის თამა- შების“ ახალ მთავარ გმირს – სასახლე „ალ- მოდოვარს“.
ევა, ასეთი ადგილის შენახვა, ალბათ ძვირი ჯდება, თან – არა მხოლოდ ფინანსურად...
ე.მ. რა თქმა უნდა. მასზე ზრუნვა ჩვენთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა და ამას ბევ- რი მიზეზი აქვს. უპირველესად, როცა ამ განძს ოჯახის ამდენი თაობა უფრთხილდე-
ბოდა, ვალდებულებიც კი ვართ, მოვუფრთ- ხილდეთ და უვნებლად შემოვინახოთ. გარ- და ამისა, ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ. სწორედ ამიტომ, ყურადღებას უმცირეს დეტალებსაც კი ვაქცევთ. თითოეულ სტუმარზე ვზრუნავთ და ვცდილობთ, სასახლიდან ყველა ბედნი- ერი და კმაყოფილი წავიდეს. გვინდა ყველას ისე დავხვდეთ, რომ ჩვენთან დაბრუნების სურვილი წასვლისთანავე გაუჩნდეთ.
ცოტა ხნის წინ შუა საუკუნეებიც გააცოცხლეთ...
ე.მ. დიახ, ასე იყო. სულ ახალ-ახალი იდეები გვაწუხებს. ორი დღის განმავლობაში მთელ- მა სასახლემ მე-14 საუკუნეში გადაინაცვლა და სტუმრები დროში ამოგზაურა. ძალიან სახალისოა იმის გათავისება, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადრე ადამიანები და რას აკეთებდნენ – რას აცხობდნენ, რას ჭამდნენ, როგორ იცვამდნენ... ყველაზე მეტად ბავ- შვებმა ისიამოვნეს. გარდა ამისა, წამოვიწყეთ ღამის ვიზიტებიც, რომლებიც სავსეა მის- ტიკითა და ჯადოსნური შეგრძნებებით. მომ- დევნო ღამის ვიზიტი ოქტომბრის ბოლოსთ- ვისაა დაგეგმილი. ასევე, ვგეგმავთ წვე- ულებას, რომელიც კოსტიუმებში გამოწ- ყობილ მსახიობებს უმასპინძლებს. სტუმრებს ნეოგოთიკურ სასახლეში
10
s


































































































   8   9   10   11   12