Page 104 - Demo
P. 104
ქორწილი ყველაზე მნიშვნელოვანი და ლამაზი დღეა ადამიანთა ცხოვრებაში. ისინი ცდილობენ, ეს დღე მაქსიმალურად საინტერესოდ და ლამაზად იყოს ორგანიზებული. სასტუმრო-კოშკი „კასტელო მარე“ იდეალური ადგილია ორიგინალური და რომანტიკული ქორწილის აღსანიშნად. ზღაპრებისა და თავგადასავლების მოყვარულ პატარძლებს HELLO!-ს რედაქცია სწორედ რომ ამ ადგილს ვურჩევთ – ზღაპრული ქორწილი თანამედროვე „კოშკში”, რომელსაც შავ ზღვაზე გადაკიდული აუზი ამშვენებს და ჰორიზონტზე უსასრულობის ილუზიას ქმნის. მომავალ პატარძლებს აქ არა მხოლოდ ოცნების ქორწილის დაგეგმვა, არამედ დაუვიწყარი
თაფლობისთვის გატარება შეუძლიათ. ამისთვის სასტუმრო ახლადდაქორწინებულებს სპეციალურად შექმნილ „თაფლობისთვის ლუქსსაც“ სთავაზობს. „კასტელო მარე“ იდეალური ადგილია შემდეგი სიტყვების გასაჟღერებლად: „...და ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად“.
ციხისძირი, 6100 ქობულეთი
ტელ.: (+995) 422 21 28 28 sales@castellomare.com www.castellomare.com
WEDDING
რომანტიკული
ლოკაციები
HELLO!-მ თქვენი განსაკუთრებული დღისთვის საუკეთესო ლოკაციები მოიძია. ბათუმის სანაპიროებიდან თბილისის საუკეთესო სასტუმროებამდე – რედაქცია ყველაზე ლამაზ და რომანტიკულ ადგილებს წარმოგიდგენთ
CASTELLO MARE Hotel & WELLNESS Resort
104
ფოტო: CASTELLO MARE HOTEL & WELLNESS RESORT