Page 114 - Demo
P. 114
60 SOUND BITS WITH...
ნია მოძმანაშვილი
და ნიკა კაცია
ყველაფერი ერთი სიხშირით იწყება და მთავრდება. რადიო მათი ცხოვრების პულსია და ეს მათ ხმაში ყოველდღიურად იგრძნობა. ნია და ნიკა რადიო „ფორტუნას“ მუსიკალური წამყვანები არიან, თუმცა მათი პირველი ტანდემი გასულ წელს, ჰოლდინგის ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოების – „ოქროს ტალღის“ სცენაზე შედგა
როგორ გრძელდება „ოქროს ტალღაზე“ დაწყებული პროფესიული ურთიერთობა?
ნია უპირველესად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც
ამხელა ჰოლდინგის წევრი ხარ. ამას ისიც დაემატა, რომ
ერთადერთი მუსიკალური დაჯილდოების წამყვანებად
აგვარჩიეს და პასუხისმგებლობაც გაორმაგდა. მე და ნიკა მალევე შევხმატკბილდით. ერთია, როდესაც რადიოს წამყვანი ხარ,
ხოლო სულ სხვა გამოცდილებაა ადამიანთან ერთად სცენაზე დგომა
და მაყურებელთან კონტაქტი. ჩვენ ეს ეტაპი წარმატებით გადავლახეთ.
ნიკა განსაკუთრებული პატივია, როდესაც იმ ღონისძიების ნაწილი ხდები, რომელიც ყოველწლიურად საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს
ავლენს. ჰოლდინგში 2000-იანი წლების დასაწყისიდან ვმუშაობ, ასე რომ, ეს კომპანია ჩემი ოჯახია. ამას ისიც დაემატა, რომ „ოქროს ტალღის“ ნაწილი გავხდი და ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. ნიასთან ტანდემის არ შემშინებია. მიუხედავად იმისა, რომ ერთად მანამდეც გვიმუშავია, ასეთი ტიპის თანამშრომლობა პირველად გვქონდა, თუმცა ექსპერიმენტმა გაამართლა.
რა მიმართულებით წაგიყვანათ რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“? ნია მე ვარ რადიოზე შეყვარებული
ადამიანი. თუ რადიოში არ ვარ, ჩემი პულსიც ჩერდება. „ფორტუნა“ ჩემი ცხოვრების სტიმული გახდა და განვითარების საშუალება მომცა. აქ ყოველთვის ემხრობიან სიახლეებს და გეხმარებიან ახალი იდეების განხორციელებაში. წელს ახალი სეზონი 15 სექტემბრიდან იგეგმება. მიმდინარეობს მუშაობა ახალ შეფუთვაზე, ტიხრებზე და ა.შ. ამ ყველაფერში მონაწილეობას უკლებლივ ყველა წამყვანი იღებს.
ნიკა ჩემს რადიოკარიერაში რამდენიმე ეტაპი იყო. დღეს სპეციფიკაც შეიცვალა და კომუნიკაციის ფორმაც. „ფორტუნა“ დღევანდელ რეალობას კარგად მოერგო. ძალიან მიყვარს გადაცემა „ლიმონი“, რომელიც ცოცხალი და ინტერაქტიულია. კიდევ ერთი გადაცემა, რომელიც მიმყავს, „ჰიტების გალერეაა“. ეს ჩემი ინტელექტუალური საკუთრება არაა, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია მე მიმყავს. ახალი სეზონიდან კიდევ უფრო საინტერესო პროექტებს ვგეგმავთ, და მათ შორის ერთ-ერთი, „ფორტუნას“ დილა იქნება.
სამი სიტყვით დაახასიათეთ „ფორტუნა“...
ნია ერთი სიტყვა აუცილებლად „ღიმილი“ იქნება.
ნიკა ღიმილიანი, იღბლიანი და H მიმზიდველი.
გამომცემელი და მთავარი რედაქტორი
ნინო იოსელიანი
აღმასრულებელი რედაქტორი
ნანკა კიკალია
რედაქცია ლულუ კახიანი, ზურა მახარაშვილი, მაკო მჭედლიშვილი, ელენე მარგალიტაშვილი მოდის რედაქტორი თათია ლაშაური
მოდის რედაქტორის ასისტენტი კესო ლელუაშვილი
მოდის სტილისტი თეონა ელიზბარაშვილი სტილისტის ასისტენტი ნანუკა კოშაძე ფოტორედაქტორი სოფო იოსელიანი მარკეტინგი მარიამ ზაქარეიშვილი, ნანუკა კაკაბაძე, ნინუცა მაისურაძე, ნათია რუხაძე დიზაინერის ასისტენტი თამარ ცაგარეიშვილი
მთავარი დიზაინერი დავით სამსონიძე
INTERNATIONAL
FOUNDER ANTONIO SÁNCHEZ GOMEZ HONRARY PRESIDENT EDUARDO SANCHEZ JUNCO PRESIDENT MERCEDES JUNCO CALDERON
CHIEF EXECUTIVE OFFICER EDUARDO SANCHEZ PEREZ GENERAL MANAGER JAVIER JUNCO AGUADO
ქართული ფონტები BPG DejaVu Sans, BPG Rioni Contrast, BPG Rioni Contrast Mt
Facebook.com/HELLOmagazinegeorgia Twitter.com/Hellomagazinege
რედაქციის მისამართი: აკაკი შანიძის ქუჩა 13, თბილისი, 0179, საქართველო; ტელ.: +995 32 298 03 98; ელ-ფოსტა: info@hellomagazine.ge; www.hellomagazine.ge ჟურნალში გამოქვეყნებული მასალა წარმოადგენს ჟურნალ HELLO!-ს საკუთრებას. ჟურნალში დაბეჭდილი ნებისმიერი მასალის გამოყენება გამომცემლობის წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია.
114
ტექსტი: ნინუცა მაისურაძე. ფოტო: HELLO!
ნია და ნიკა „ოქროს ტალღის“ დაჯილდოებაზე

