Page 88 - Demo
P. 88
88
WEDDING
Flowers
Lovers
თაიგული პატარძლებისთვის ყველაზე სიმბოლურ და სენტიმენტალურ დატვირთვას ატარებს. თქვენი საყვარელი ყვავილებისგან დაკომპლექტებული აქსესუარის შერჩევის დროს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ფლორისტების რამდენიმე რჩევა
უარი თქვით ერთსა და იმავე ფერის გამოყენებაზე. მაგალითისთვის, უმჯობესია, თუ ერთმანეთს განსხვავებული ტონის ვარდებს შეურჩევთ.
აუცილებლად შეუხამეთ თაიგული საპატარძლო კაბის სტილსა და სამკაულებს. იფიქრეთ, შერჩეული ყვავილები რამდენად ეფექტური იქნება ფოტოზე.
მკვეთრი ფერის ყვავილებით დაკომპლექტებული თაიგულის შემთხვევაში, უმჯობესია მწვანე მცენარეებისა და პატარა, მინდვრის ყვავილების შერევა.
ზღაპრული საქორწილო ცერემონიალისთვის, სწორად შერჩეული დეკორაცია ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ყვავილებითა და სხვადასხვა ტიპის აქსესუარებით მორთული მაგიდები ძალიან უხდება როგორც პომპეზურ, ასევე მინიმალისტურ ცერემონიალს. FLOWERS LOVERS-ის ფლორისტები გვირჩევენ არ ასცდეთ ძირითად თემატიკას და შერჩეულ ფერთა გამას. საქორწილო დეკორაციის შერჩევისას, აუცლებლად დაიხმარეთ პროფესიონალი ფლორისტები, რომლებიც ცერემონიალის ვიზუალურ მხარეზე იზრუნებენ.
FLOWERS LOVERS
თამარ მეფის ქ. 34, ქუთაისი მობ.: +995 558 422 922

