Page 92 - Demo
P. 92
92
WEDDING
საქორწილო
სამზადისი
All Inclusive
ქორწილის მნიშვნელოვანი დღისთვის მზადება დათქმულ თარიღამდე რამდენიმე თვით ადრე იწყება. საპატარძლოებს გარეგნობის მოწესრიგება და საკუთარ თავზე ზრუნვა ცერემონიალის ორგანიზების ფონზე, საკმაოდ სტრესულ პირობებში უწევთ
თუმცა სწორად შერჩეული BEAUTY პროცედურების დახმარებით, მოსამზადებელი პერიოდი თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე სახალისო და ბედნიერად მოსაგონებელ ხანად შეგიძლიათ აქციოთ. HELLO!-მ მომავალი პატარძლებისთვის თავის მოვლისა და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი თერაპიების ეფექტური ნაკრები შეადგინა, რომელთა დახმარებით ქორწილის დღეს თავს ნამდვილ დედოფლად იგრძნობთ.
კლინიკაში „მედი“ საპატარძლოს პირველი გაჩერება სწორედ სტომატოლოგიური განყოფილებაა. აქ ჯადოსნური ღიმილის საიდუმლო იციან. კაშკაშა, თეთრი, თავდაჯერებული ღიმილის გასაღები – ეს გახლავთ მსოფლიო სენსაცია, ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური აპარატი BEYOND POLUS, რომელიც კბილებს
4-8 ტონით ათეთრებს. BEYOND POLUS ინოვაციური
ტექნოლოგიაა მთელ მსოფლიოში, რომელშიც კომბინირებულია ძლიერი ჰალოგენები და მსუბუქი გამოსხივების დიოდური სხივი. აქვს უმაღლესი ხარისხის ფილტრაციის სისტემა, ფილტრავს ყველა ულტრაიისფერ და სხვა მავნე სხივებს, მაქსიმალურად ამცირებს კბილების მგრძნობელობას. გაიღიმეთ! თქვენ შეუდარებელი ხართ!
დამეთანხმებით, ყველაზე მეტად პატარძალს არ სურს საქორწილო კაბა პრობლემურ ადგილებში (მუცელი, გვერდები) ზედმეტი ცხიმების გამო ცუდად ადგეს ტანზე. თან, უმეტეს შემთხვევაში, კაბა, თეთრი თუ არა, საკმაოდ ღია ფერისაა, რომელიც კიდევ უფრო გამოკვეთს სხეულის კონტურებს. არ იდარდოთ! ამ პრობლემასთან საბრძოლველად, „მედის“ კოსმეტოლოგიურ განყოფილებაში მსოფლიოში აღიარებულ, ჯადოსნურ ტექნოლოგიას მოკრავთ თვალს. ეს „ზელტიკია“. „ზელტიკი“ გახლავთ
იდეალურ პატარძალს
აუცილებლად უნდა ჰქონდეს
⚫ მომაჯადოებელი ღიმილი და თეთრი კბილები;
⚫ ზედმეტი ცხიმებისგან თავისუფალი პრობლემური ადგილები
(გვერდები, მუცელი);
⚫ დატენიანებული, გლუვი და ჯანსაღი სახის კანი;
⚫ არასასურველი თმისგან თავისუფალი სხეული.

