Page 95 - Demo
P. 95

თამარ ციციშვილი- ქაუგილი
დერმატო- კოსმეტოლოგი
ესთეტიკის ცენტრ CONTOUR-ში ფიზიოთერაპიული პროცედურები LUX კლასის ფრანგული ბრენდის – GUINOT-ის აპარატით ხორციელდება.
ფიზიოთერაპიის დახმარებით,
თქვენი სახის კანი ბუნებრივ და
ჯანსაღ იერს საკმაოდ
მარტივად შეიძენს, ამ
ყველაფრის საიდუმლო კი
განსხვავებული
დანიშნულებისა და ეფექტის
მქონე პროცედურების
კომბინაცია გახლავთ, რომელიც
ქსოვილების დრენაჟს, მიკროდენებით თერაპიას, იონოფორეზ-ორმაგ იონიზაციას, ოქსიგენაციასა და მამოდელირებელ მასაჟს აერთიანებს.
მომავალი პატარძლებისთვის, ამ უნიკალური თერაპიის საკუთარ თავზე გამოცდა ჯამში 4-ჯერ, 2-კვირიანი ინტენსიური კურსის ფარგლებშია რეკომენდებული.
ქორწილამდე ორი კვირით ადრე, ფიზიოთერაპიის საოცრად ეფექტური კურსის შემდეგ, საპატარძლომ სახის კანის გამაჯანსაღებელი კურსი სასურველია მიკროინიექციების პროცედურით დაასრულოს. მეზოთერაპია და ბიორევიტალიზაცია თქვენი კანის ღრმა დატენიანებას უზრუნველყოფს, ამდიდრებს კანს მკვებავი ნივთიერებებით და გძენთ გლუვ, ხავერდოვან იერს.
ეწვიეთ ესთეტიკის ცენტრ CONTOUR-ს და მიანდეთ პროფესიონალებს საკუთარ თავზე ზრუნვა.
ესთეტიკის ცენტრი CONTOUR დ. გამრეკელის ქ. 10, თბილისი ტელ: (+995) 322 727 000
ესთეტიკურ დერმატოლოგიაში, სახის კანზე ნებისმიერი ტიპის პროცედურის საბაზისო ეტაპი, სიღრმისეული დიაგნოსტიკაა. მხოლოდ კანის ტიპის, ასაკისა და პრობლემის დეტალურად განსაზღვრის შემდეგ შეგვიძლია გამოსავალზე ვიფიქროთ და პირადად თვენზე მორგებული, პროცედურების უნიკალური კურსი შემოგთავაზოთ. სახის იდეალური კანისთვის მზა რეცეპტი არ არსებობს. სწორედ ამიტომ, დიაგნოსტიკა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.
შემდეგი ეტაპი კანის სიღრმისეული წმენდა, იგივე ფილინგია. ადამიანის სხეულსა და სახეზე, უწყვეტი ციკლის სახით მიმდინარეობს კანის განახლება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მკვდარი უჯრედები დროულად მოვიშოროთ. ერთჯერადი პროცედურა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ თქვენი კანი მომენტალურად გამოცოცხლდეს და შემდეგი ეტაპისთვის მოემზადოს, რის შემდეგაც უკვე ფიზიოთერაპიის 2-კვირიანი ინტენსიური კურსის ჩატარებაა რეკომენდებული.
ესთეტიკის ცენტრ CONTOUR-ში სახის კანის გამაჯანსაღებელ პროცედურებთან ერთად, LUMENIS-ის უახლესი თაობის დიოდური ეპილაციის პროცედურასაც გვთავაზობენ, რომელიც მოყინვისა და ვაკუუმის უნიკალური ტექნოლოგიით ხორციელდება. ესთეტიკის ცენტრში ასევე დაგხვდებათ გერმანული წარმოების ULTRA SUN-ის ვერტიკალური სოლარიუმი, გაგრილებისა და დატენიანების უახლესი სისტემებით.
სოფო პეტრიაშვილი
ესთეტიკის ცენტრ CONTOUR-ის დამფუძნებელი
„მათ, ვინც ქორწილისთვის ემზადება, ვურჩევ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა რამდენიმე თვით ადრე დაიწყოს. ჩვენ მიერ შედგენილი ინდივიდუალური კურსის მეშვეობით, ნებისმიერი საპატარძლო იგრძნობს თავს იდეალურ დედოფლად. საოცრად ეფექტური პროცედურების კომბინაციით, თქვენი კანი ქორწილის შემდეგაც დიდხანს შეინარჩუნებს საოცრად ბუნებრივ და ჯანსაღ იერს“.
95


































































































   93   94   95   96   97