Page 14 - Demo
P. 14
„სტილი ტანსაცმელს კი არა, შენს ხასიათსა და განწყობებს უნდა გამოხატავდეს“
სასახ-ლეები. მოკლედ, ყველანაირად ვცდილობ ჩემს მეუღლეს დავეხმარო და ყურადღება არც მამაჩემის სახლს მოვაკლო.
ფერნანდოს როგორ შეხვდით?
ე.მ. ერთმანეთს ზუსტად იმ ადგილას გადავე- ყარეთ, სადაც ჩემი მშობლები შეხვდნენ. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ორივენი ვმორცხვობდით, მაგრამ ყველაფერი გადავლახეთ და ურთიერ- თობა ავაწყვეთ. დაოჯახებამდე ერთმანეთს ხუთი წლის განმავლობაში ვხვდებოდით. ჩვენი მეორე შვილი სულ რაღაც ოთხი თვის წინ დაიბადა, პირ- ველი კი – იზაბელი – უკვე ორი წლისაა.
თქვენს პერსონალურ სტილზე რას იტყვით?
ე.მ. ძალიან მომწონს მოდის უახლესი ტრენდების თვალიერება, მაგრამ ვიცვამ იმას, რასაც ვიხდენ, და არა მაინცდამაინც იმას, რაც მოდაშია. მი- მაჩნია, რომ სტილი ტანსაცმელს კი არა, შენს ხა- სიათსა და განწყობებს უნდა გამოხატავდეს.
ვინ არის თქვენთვის დახვეწილი სტილის საუკეთესო მაგალითი?
ე.მ. ძალიან მიყვარს კეიტ მიდლტონი – იმიტომ, რომ ზუსტად იცის, როგორ უნდა შეინარჩუნოს H საკუთარი თავი... თანაც – ყოველთვის იღიმის.
ტექსტი: INES DOMECQ & LAURA VECINO ფოტო: CHESCO LOPEZ
მაკიაჟი: MANUEL CECILIO
სამოსი: ANTONIO GARCIA, BIMBA Y LOLA, CHRISTIAN DIOR RESORT COLLECTION, DAVID CHRISTIAN, ISABEL NUÑEZ, JORGE-VAZQUEZ. JUAN VIDAL, UTERQUE, ZARA ფეხსაცმელი: AQUAZZURA, MOLE MOLE, STEVE MADDEN
სამკაული: & OTHER STORIES, ARISTOCRAZY, CONVERSE, CUPLE, TOUS დამატებითი ფოტოები: HBO ENTERPRISES, PABLO BUSTILLO, SKY TV
ევა, რომელმაც მეორე შვილი ოთხიოდე თვის წინ გააჩინა, სასახლის ბაღებში დასეირნობს. იმ ქორწინების გამო, რომელიც 2013 წლიდან ფერნანდო სოლისთან (მარჯვნივ) აკავშირებს, ის სასახლის ღირსეული დიასახლისია და ყველა სტუმარს ხელგაშლილად და გულღიად მასპინძლობს.
14

