Page 16 - Demo
P. 16
Cinematters
საკაბელოარხებისქსელმა HBO„მძევლები“შეიძინა
ამერიკულმა საკაბელო სატელევიზიო არხების ქსელმა HBO რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“ შეიძინა. ეს პირველი შემთ-
ხვევაა, როდესაც HBO-მ ქართული სრულმეტ- რაჟიანი მხატვრული ფილმი შეიძინა. ცოტა ხნის წინ HBO EUROPE-მაც გაასაჯაროვა იმ ფილმების სია, რომელთა სატელევიზიო პრემიერა მათ ეთერში შედგება. ფილმებს შორის თვითმფრი- ნავის ბიჭებზე გადაღებული ისტორიაც მოხვდა. „მძევლებზე“ მუშაობა რეჟისორმა რეზო გიგინე-
იშვილმა დაახლოებით რვა წლის წინ დაიწყო. სცენარის ავტორი ლაშა ბუღაძე სამუშაო პრო- ცესში სამი წლის წინ ჩაერთო. კინოსურათში მთავარ როლებს ბევრი დამწყები მსახიობიც ასრულებს. მათ შორის არიან ისეთებიც, რომ- ლებისთვისაც „მძევლები“ სადებიუტო ფილმია. ფილმის საპრემიერო ჩვენება ბერლინის საერ- თაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
მაყურებლებმა რეზო გიგინეიშვილის ნამუშე- ვარი წლის კინოაღმოჩენად შეაფასეს. „ვიზუ-
ალურად ამ ყველაფრის შექმნა დიდ სირთულე- ებთან იყო დაკავშირებული. როდესაც საბჭოთა თვითმფრინავის აწყობა დავიწყეთ, მივხვდით, რომ წინ სერიოზული სამუშაო გველოდა. ეპოქა- ლურად ყველაფერი მიმსგავსებული უნდა ყო- ფილიყო რეალურ მოვლენასთან, თუმცა კონტექს- ტუალურად ჩვენთვის მთავარი არა იარლიყების ჩამოკიდება, არამედ ამ ხალხის ტკივილის ბო- ლომდე გათავისება იყო“, – აღნიშნავს HELLO!-სთან საუბარში ფილმის რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი.
თინა მახარაძის „ამერიკული ოცნება“
პოპულარული ტელესერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ მსახიობი თინა მახარაძე ახალ პროფესიას ეუფლება.
იგი უკვე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, კერძოდ – ბრუკლინ კოლეჯის FEIRSTEIN GRADUATE SCHOOL OF CINEMA-ს სა- რეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტია.
მსახიობის სიტყვებით, რეჟისორობა ყოველთვის სურდა, თუმცა უნივერსი- ტეტში გამოცდების ჩაბარების დრო რომ დადგა, აირჩია „სამსახიობო, რადგან საკუთარი თავის პრეზენტაცია საწყის ეტაპზე მსახიობის ამპლუაში“ ერჩივნა.
FEIRSTEIN GRADUATE SCHOOL OF CINEMA რამდენიმე წლის წინ გაიხსნა. სკოლას მრჩეველთა საბჭოს ისეთი შთამბეჭდავი წევრები ჰყავს, როგორებიც არიან დარენ არანოვსკი, სტივენ სოდერ- ბერგი და ითან ჰოუკი.
„ნიუ-იორკი საავტორო კინოს ქალაქია. შესაბამისად, ეს უნივერსიტეტი გარკვე- ულწილად ემიჯნება ჰოლივუდს“, - აღნიშ- ნავს თინა.
საავტორო დამოუკიდებელი კინო თი- ნას ინტერესი და უდიდესი სიყვარულია. „აქ ზუსტად იმ კინოს ასწავლიან, რომე- ლიც მე მიყვარს. კონკრეტულად კი, ორი- ენტირებულნი არიან ინდი-კინოზე“, - ამ- ბობს მსახიობი. თინამ დაფინანსება
უპირველესად უშუალოდ სკოლისგან მიიღო, თუმცა იცოდა, რომ უნივერსიტეტი უცხოელი სტუდენტებისთვის გრანტებს არ გასცემდა.
„ბოლო ეტაპზე, გასაუბრება მქონდა სკოლის დამფუძნებელთან და დირექ- ტორთან, ვეტერან რეჟისორ ჯონათან ვაქ- სთან. სტიპენდია პირადად ამ ადამიანის გადაწყვეტილებით დამენიშნა. გასაუბრე- ბიდან ერთ საათში მან წერილობით პი- რადად მაცნობა ამის შესახებ“, – იხსენებს თინა.
პარალელურად თინამ მონაწილეობა განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ჩატარებულ კონკურსში მიიღო, სა- დაც გაიმარჯვა. შესაბამისად, მან სახელ- მწიფოსგან მომდევნო სამი წლის სწავ- ლის დაფინანსება მოიპოვა.
„ზუსტად ვიცი, რომ იმ ხარისხისა და სპეციფიკის განათლებას მივიღებ, რომე- ლიც ასე მჭირდება და შემდგომში დამეხ- მარება ჩემი საქმე ძალიან ხარისხიანად ვაკეთო. დარწმუნებული ვარ, სამი წლის შემდეგ ჩემს კარიერაში ახალი, მნიშვ- ნელოვანი ეტაპი დაიწყება“, – ასე ასრუ- ლებს თინა მახარაძე საუბარს ქართულ HELLO!-სთან. ჩვენ წარმატებას და წინ- სვლას ვუსურვებთ თინას! იგი თავისი „ამერიკული ოცნების“ ახდენის ზღვარზეა.
16
ტექსტი: ლულუ კახიანი. ფოტო: ოთო ნიკა. ტექსტი: ნინუცა მაისურაზე. ფოტო: HOSTAGES.