Page 28 - Demo
P. 28

Panorama
მაიკ პენსი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
საქართველოს ამერიკის შეერ- თებული შტატების ვიცეპრე- ზიდენტი, მაიკ პენსი ეწვია. სტუმარს საქართველოს პრემიერმინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი – იან კელი დახვდნენ.
პენსმა, რომელიც ქვეყანას მეუღ- ლესთან ერთად ესტუმრა, დონალდ ტრამპის დანაბარები გააჟღერა და საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. „პრეზიდენტმა ტრამპმა მთხოვა, მისი მოკითხვა გადმომეცა და მეთქვა, რომ თქვენ გვერდით ვართ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ აშშ-სა და საქართველოს 25-წლიან მეგობ- რობას და საქართველოს საკვანძო პარტნიორად განვიხილავთ“, – აღ- ნიშნა ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა. მისი თქმით, საქართველომ დასავ- ლეთის მხარდაჭერა დიდი ხნის წინ დაიმსახურა, ქართველების გმი- რობა და თავისუფლებისათვის ბრძოლა კი დღემდე რჩება ყველას- თვის მისაბაძ მაგალითად. „ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ იმიტომ, რომ ქართული ანდაზა ამბობს: „ძა- ლა ერთობაშია“. შესაბამისად, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით“, – მიმართა სტუმარმა ქართველ ჯა- რისკაცებს, რომლებსაც ვიზიტის ფინალურ ნაწილში შეხვდა,
მაიკ პენსის ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტები მაინც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას
შეეხო. ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა ცალსახად გაუსვა ხაზი იმას, რომ აშშ მკაცრად ემიჯნება ყველას, ვინც მხარს არ უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს: „ტრამპის ადმინის- ტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს ყველა იმ ქვეყანას, რომ- ლებსაც საქართველოს სუვერენიტე- ტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის სურვილი ექნებათ. რუ- სეთთან უკეთესი ურთიერთობა გვსურს, თუმცა მათ მიერ გადადგმუ- ლი დიპლომატიური ნაბიჯები ამის საშუალებას არ გვაძლევს“. სტუმარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-სა და საქართველოს მოკავშირეობა და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვე- ყანა მალე იზეიმებს ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოს პრემიერმინის- ტრმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ვიცე- პრეზიდენტის ასეთი „ხმამაღალი“ მხარდაჭერის მნიშვნელობას და დაამატა: „ეს, უპირველესად, არის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და მეტი შთაგონება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მივიყვანოთ გამთლი- ანებამდე – რა თქმა უნდა, მშვიდო- ბიანი გზით“.
საბოლოო ჯამში, ვიზიტი ორივე მხარის მიერ დადებითად შეფასდა. დასკვნა კი შემდეგია – ამერიკის შეერთებული შტატები საქართ- ველოს მოკავშირედ და საიმე- H დო მეგობრად რჩება.
28
ტექსტი: ელენე მარგალიტაშვილი. ფოტო: GETTY IMAGES.


































































































   26   27   28   29   30