Page 26 - Demo
P. 26
26
„ძალიან მიყვარს საქართველო თავისი ლამაზი ბუნებითა და ხალხით. სვანეთში, ბათუმსა და თბილისში ნამყოფი ვარ. ვცდილობ ყოველ წელს ჩამოვიდე“.
მის გამოსვლებს ხშირად ნახავთ FASHION TV-ის ეთერში. ხშირად შეხვდებით მოდელის ფოტოებს VOGUE-ის და სხვა პრიალა ჟურნალების ფურცლებზე, თუმცა ბევ-
რმა არ იცის, რომ კავკასიური გარეგნობის, 1.90 სიმაღლის ახალგაზრდა მოდელი, ყავისფერი თმითა და თვალებით, ქართული წარმომავლობისაა. ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და უკვე შეძლო მსოფლიოს მოდის სამყაროს სათავეში ჩადგო- მოდა, ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე მაღალანაზ- ღაურებადი ბრენდების მთავარი სახე გამხდარიყო. HELLO! სერგი რიგვავას ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.
სერგი, უპირველეს ყოვლისა მოგვიყევით, რა გაკავშირებთ საქართველოსთან?
ს.რ. წარმოშობით ქართველი ვარ. მიუნხენში დავიბადე, მოგვიანებით კი საცხოვრებლად ავსტრიაში, ვენაში გადავედით. დედა – სუსან რიგვავა-დუმასი ნახევრად ჰოლანდიელი და ნახევრად ფრანგი, პროფესიით მუსი- კოსია. მამა ქართველი მხატვარია – გია რიგვავა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და საქმიანობს. ჩემი ბებია და ბაბუა – ვიკა და სერგო რიგვავები კი საქართველოში პოლი- ტიკოსები გახლდნენ.
როგორ მოხვდით მოდის სამყაროში და როგორ დაიწყეთ სამოდელო კარიერა?
ს.რ. მოდის სფეროთი თავდაპირველად იმიტომ დავინ- ტერესდი, რომ ჩემმა მეგობარმა მითხრა, ამ სფეროში ბევრი ფული იშოვებაო. თავიდან არ დავიჯერე, თუმცა მაინც ვცა- დე. თექვსმეტი წლის ვიყავი, როცა პირველად პოდიუმზე ERMENEGILDO ZEGNA-ს გაზაფხული/ზაფხული 2014 წლის კოლექცია წარვადგინე. შემდეგ იყო SALVATORE FERRAGAMO, GUCCI, FENDI, JOHN VARVATOS, PRADA. ჩვენებების მეორე სეზონზე კი, უკვე VALENTINO-ს ჩვენება გავხსენი და HERMES-ის, RAF SIMONS-ის, LOUIS VUITTON-ის, და DIOR HOMME-ის ჩვენებებზე გამოვედი.
როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი წარმატება და რატომ დაინტერესდნენ თქვენით სხვადასხვა წამყვანი მოდის სახლები?
ს.რ. საკუთარ თავზე საუბარი მიჭირს. ეს ალბათ უფრო მათ უნდა ჰკითხოთ. არასტანდარტული და განსხვავებული გა- რეგნობა მაქვს, ყოველთვის ვცდილობ მქონდეს დასამახ- სოვრებელი ინდივიდუალიზმი. ვფიქრობ, მოდელის წარ- მატებას ძირითადად მაინც იღბალი განსაზღვრავს.
თქვენს შემთხვევაშიც იღბალი იყო გადამწყვეტი?
ს.რ. გამიმართლა და ავსტრიაში გამართული ELITE MODEL LOOK-ის კონკურსის ფინალისტი გავხდი. ამის შემდეგ დაიწყო უკვე სხვადასხვა წამყვანი მოდის სახლებიდან სერიოზული შემოთავაზებები და ძვირადღირებული კონტრაქტები. რა თქმა უნდა, იღბალთან ერთად გადამწყვეტ როლს თამაშობს მონდომება, ბევრი შრომა და სურვილი იმისა, რომ საუკე- თესო იყო.
ამჟამად რომელ ცნობილ და მაღალანაზღაურებად ბრენდებთან თანამშრომლობთ?
ს.რ. ვიმუშავე ZARA-ს ახალი კოლექციის ფოტოსესიაზე. სულ რამდენიმე დღის წინ დავასრულე PAUL SMITH-ის ახალი კოლექციის LOOK BOOK-ზე მუშაობა. ახლა BURBERRY-ის ელექტრონული რეკლამისთვის საიმიჯო ფოტოგადაღებები მაქვს.
სერგი რიგვავა
მამაკაც მოდელთა მსოფლიო TOP-ათეულების ერთადერთი ქართველი წარმომადგენელი

