Page 24 - Demo
P. 24
„მთელი ოჯახი მოუთმენლად ველოდებით მესამე ბავშვის დაბადებას. ელენეს და ლიზის ერთი სული აქვთ, მალე გაიცნონ და მოგვეხმარონ დაიკოს ან ძამიკოს გაზრდაში“
მეუღლე, ბავშვები და ოჯახში ფუსფუსი ჩემთვის მთავარი სიამოვნებაა. თუ ცუდი დღე მაქვს ან თავს კარგად ვერ ვგრძნობ, ესაა ჩემი ანტი- დეპრესანტიც და მთავარი სტიმულიც.
მკაცრი მამა ხართ?
ს.გ. არ არის მკაცრი მამა, თუმცა ბავშვებს ჩემზე მეტად მისი ერიდებათ. ჩემთან უფრო ბევრ რამეს ბედავენ, ვიდრე მასთან. ნიკა ერთ შე- ნიშვნას მისცემს და დამთავრდა. მე უფრო ფიცხი ვარ.
ნ.ც. თუ რამეს აშავებენ, ან მათი საქციელი არ მომწონს, სხვანაირი ტონით ვეუბნები, თუმცა არ მახსოვს, ბავშვებისთვის ხმა ამეწიოს. რაღაც- ნაირი რიდი აქვთ და ერთხელ ნათქვამი ესმით.
მესამე შვილს ელოდებით. როგორია მოლოდინი? იცით უკვე სქესი?
ნ.ც. ოთხი წელი პაუზა გვქონდა. ჩვენც და ბავშვებიც ძალიან გაგვახარა ახალმა ამბავმა. ახლა მთელი ოჯახი ახალ სიცოცხლეს ველო- დებით.
ს.გ. სქესი ჯერ არ ვიცით. ერთადერთი ვიცით, რომ აპრილში უნდა დაიბადოს, მეორმოცე კვი- რა ნიკას დაბადების დღეს უწევს და ძალიან მინ- და თარიღები დაემთხვეს. ლიზის და ელენს შორის იმდენად მცირე სხვაობაა, რომ ფაქტობ- რივად ერთად გაიზარდნენ და ახლაც ორივე ერთად ელოდება მესამე დედმამიშვილს. მეც ძალიან მიფრთხილდებიან და ერთი სული აქვთ პატარა დაიკოს ან ძამიკოს მოუარონ. სახელზე ჯერ ვერც კი ვფიქრობთ – მით უმეტეს, გოგონას სახელებიუკვეამოწურულიგვაქვს.ელენე- H საც დაბადების შემდეგ შევურჩიეთ სახელი.
ტექსტი: ზურა მახარაშვილი ფოტო: იკა პირველი
24
„ლიზის და ელენს შორის იმდენად მცირე სხვაობაა, რომ ფაქტობრივად ერთად გაიზარდნენ და ახლაც ორივე ერთად ელოდება მესამე დედმამიშვილს. მეც ძალიან მიფრთხილდებიან და ერთი სული აქვთ პატარა დაიკოს ან ძამიკოს მოუარონ“.
სოფო: DOTS.

