Page 22 - Demo
P. 22

ს.გ. ლიბანში ნიკა უზომოდ უყვართ, დიდ პატივს სცემენ და აფასებენ. შესაბამისად, ბავშვებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან. მათაც ძალიან უყვართ იქაურობა. პატარა ბაღში დადის, უფროსი კი ამერიკულ სკოლაში დაგვყავს. ნიკა დღის მანძილზე ვარჯიშზეა, ბავშვები – სკოლაში. თავისუფალ დროს მეც ვვარჯიშობ. მოკლედ, გამუდმებით რეჟიმში ვართ. ხშირად გვაკითხავენ თბილისიდან სტუმრად ოჯახის წევრები და ნათესავები. ერთი სიტყვით, პატარა საქართველო გვაქვს მოწყობილი.
რთულია სპორტსმენის მეუღლეობა?
ს.გ. სპორტსმენის ცოლობა ცალკე პროფესიაა. ძალიან რთულია, თუმცა უკვე მივეჩვიე და აქეთ- იქით სიარული აღარ მიჭირს. თავიდან, როცა ნიკას გასვლითი თამაშები ჰქონდა და 3-4 დღით
მარტო დარჩენა მიწევდა, ძალიან მიჭირდა. ახლა უკვე ბავშვები და ძაღლი მოწყენის საშუალებას არ მაძლევენ. დიდი მხიარულება გვაქვს ხოლმე.
ნ.ც. მუდამ ვარჯიშზე ვარ. ზოგჯერ გასვლითი თამაშები მაქვს, დატვირთული ვარ და ამის გამო შესაძლოა იმდენი დრო ვერ დავუთმო ოჯახს, რამდენიც უნდა დაუთმოს ქმარმა ცოლს. მინდა ჩემი შვილები ჩემთან ერთად გაიზარდონ. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაში დამეხმარა აზია და არაბეთი. აქ შედარებით მოქნილი გრაფიკი მაქვს, თავისუფალ დროს ყოველთვის ოჯახთან ერთად ვატარებ.
რთული გრაფიკი გაქვთ?
ნ.ც. დღის მანძილზე ევროპასთან შედარებით აქ ნაკლები დატვირთვაა – ყოველდღე 2-3-საათიანი
„ჩემი პირველი ფანები ესენი არიან, ყოველთვის ვგრძნობ მათ მხარდაჭერას. მოედანზე მათი დანახვისთანავე სტიმული მეძლევა, ბედნიერების განცდა მემატება და კარგ გუნებაზე ვდგები, თან მე ძალიან „განწყობის“ მოთამაშე ვარ და ამით „ვიქოქები“. თამაშს თუ არ ესწრებიან, სათანადო ტონუსში არ ვარ.“
22
„ნიკა ბავშვების გაზრდაში ძალიან დიდ
როლს თამაშობს. საუკეთესო მეუღლე და მამაა. მასთან ერთად, მეც არ მიჭირს ბავშვების მოვლა“


































































































   20   21   22   23   24