Page 23 - Demo
P. 23

„სპორტსმენის გრაფიკი და ბავშვების გაზრდა ერთად ცოტა რთულია“
ვარჯიში მიწევს, მაგრამ უკვე თამაშის დროს, ადგილობრივ მოთამაშეებთან შედარებით, უცხოელზე მთელი გარდატეხა და ზემოქმედებაა. მოედანზე 40 წუთი შეუცვლელად თამაში გვიწევს. მოკლედ, ჩვენი მოსაგებია. სხვათა შორის, ბოლო დროს აზიის ლიგა ძალიან დაიხვეწა. ლიბანიც გა- მორჩეულია.
სოფო და ბავშვები დადიან ხოლმე თამაშზე საგულშემატკივროდ?
ნ.ც. ჩემი პირველი ფანები ესენი არიან, ყოველ- თვის ვგრძნობ მათ მხარდაჭერას. მოედანზე მათი დანახვისთანავე სტიმული მეძლევა, ბედნიერების განცდა მემატება და კარგ გუნებაზე ვდგები, თან მე ძალიან „განწყობის“ მოთამაშე ვარ და ამით
„ვიქოქები“. თამაშს თუ არ ესწრებიან, სათანადო ტონუსში არ ვარ.
ს.გ. ძალიან ემოციური ქომაგი გახლავართ და არცერთ თამაშს არ ვტოვებ. ბავშვებიც მუდამ თან დამყავს. ღამის თერთმეტ საათზეც რომ იყოს თა- მაში, მაინც მიმყავს. ნიკაც ყოველთვის მეუბნება – ბავშვები რომ არ მოგყავს, ვაგებო.
ნიკა მამობამ შეცვალა?
ნ.ც. კი, ძალიან შეცვალა. ადრე თუ მხოლოდ კა- ლათბურთი იყო მისი ცხოვრება, ახლა უფრო მეტ რამეზე ფიქრობს. თან ხომ იცით – გოგონები მამისთვის სხვა შეგრძნებაა, ძალიან მზრუნ- ველია.
გეხმარებათ ბავშვების გაზრდაში?
ს.გ. სპორტსმენის გრაფიკი და ბავშვების გაზრდა ერთად ცოტა რთულია, თუმცა მარტო ვცხოვრობთ და ცდილობს ყველანაირად ჩემ გვერდით იდგეს, მომეხმაროს – ბავშვების გასეირნება იქნება ეს, საყიდლებზე წასვლა თუ სხვა. ერთადერთი, საჭმელს ვერ ვანდობ.
ნიკა მეოჯახე ხართ?
ნ.ც. ძალიან ოჯახის კაცი ვარ. ყველას უკვირს, თუმცა რაც ოჯახი შევქმენი, 360 გრადუსით შევი- ცვალე. ეს ყველაფერი კი იმან განაპირობა, რომ სანამ დავოჯახდებოდი, ისეთ წარმატებებს მი- ვაღწიე, ზოგჯერ თვითონაც მიკვირს. ბევრი ქვეყანა ვნახე და ბევრიც გავერთე. ახლა
23
s


































































































   21   22   23   24   25