Page 31 - Demo
P. 31

თვის მნიშვნელოვანი სიახლე...
ზაზა ფაჩულია
NBA-ის თასი საქართველოშია
7აგვისტოს, სპორტის სასახლეში NBA-ს თასის ოფიციალური წარდგენის ცერემონია გაიმართა. ისტორიულ მოვლენას დარბაზში შეკრებილი 6 ათასი ქომაგი დიდი ოვაციით შეხვდა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ესწრებოდნენ. ზაზა ფაჩულიამ სპორტის სასახლეში ქართველ გულშემატკივარს NBA-ს ჩემპიონის თასი წარუდგინა. კალათბურთელმა თასის წარდგენის ცერემონია 2008 წლის აგვისტოს ომის მეომრების მოგონებით დაიწყო და შემდეგ სამადლობელი სიტყვა უთხრა ყველას, ვისაც მის ამ წარ- მატებაში წვლილი მიუძღვის. ასევე აღნიშნა, რომ ქართველი გულშემატკივრის თანადგომა მისთვის ყოველთვის მნიშვნე- ლოვანი იყო. „მიხარია, რომ ეს ბედნიერი დღე გამითენდა. NBA-ის თასი საქართველოშია. ყველას შეგიძლიათ იამაყოთ, რადგან ამ ტიტულს ჩვენ ვერავინ წაგვართმევს. ვიამაყოთ და იმედია, ეს პირველია და არა უკანასკნელი ტიტული“, — გა- ნაცხადა ზაზა ფაჩულიამ. ცერემონიალის მსვლელობისას ზაზამ მიიღო მილოცვები საქართველოს ნაკრების კალათბურთე- ლებისგან, მწვრთნელებისგან და მეგობრებისგან. „გილოცავ, რომ თასი საქართველოში ჩაიტანე. ქართველებო, ეს თასი თქვე- ნიცაა... დატკბით“, — ასე მიულოცა „გოლდენ სტეიტის“ სუპერ- ვარსკვლავმა — სტეფ კარიმ, ზაზა ფაჩულიას.
მიხაილ ტიტარჩუკი საქართველოში უკრაინელ ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდა. უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იმ მიღწევებითა
და შედეგებით დაინტერესდა, რომელსაც საქართველომ ტურიზმის სფეროში ბოლო წლებში მიაღწია. ვიზიტის ფარგლებში, მიხაილ ტიტარჩუკმა ბათუმი და თბილისი დაათვალიერა. უკრაინელი ჟურნალისტები კი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მასალებს მოამზადებენ.
ანა ურუშაძის მხატვრული ფილმი - „საშიში დედა“ სარაევოს კინოფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა. ფილმი
ასევე ლოკარნოს 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალის რჩეული გახდა საუკეთესო დებიუტის კატეგორიაში და მისი პრემიერა რამდენიმე დღის წინ ამავე ფესტივალზე შედგა. „საშიში დედა“ ურუშაძის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ფილმის გადაღებები რამდენიმე კვირის განმავლობაში, თბილისში მიმდინარეობდა. რეჟისორმა ჯერ ზუსტად არ იცის, როდის შედგება ფილმის პრემიერა საქართველოში, მანამდე კი ფილმის ჩვენებას საერთაშორისო ფესტივალებზე გეგმავენ.
ზვიად პატარიძემ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ყირგიზეთის წარმომადგენელს, კიმ რომანს მოუგო და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქართველმა მძიმეწონოსანმა საფინალო გზაზე 4 მეტოქე დაამარცხა, იაპონელი იცუკი შოჯი
47 წამში, ხოლო რუმინელი ისტვან ბერეი — 17 წამში. მეოთხედფინალში ირანის წარმომადგენელთან, ამინ მირზაზადესთან 4:1-ით, ნახევარფინალში კი რუს გიორგი გაჯინოვთან 4 წუთში ანგარიშით 0:9 მოიგო. ფინეთში, ქალაქ ტამპერეში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი
6 აგვისტოს დასრულდა და მოჭიდავე ზვიად პატარიძე ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დასაბრუნებლად ემზადება. აღნიშნულის შესახებ მან უკრაინულ ტელეარხ 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მე უკრაინაში დავბრუნდები. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სხვაგან არსად მაქვს. ჩემი მეგობრების უმეტესობა და პარტია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, უკრაინაშია“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
31


































































































   29   30   31   32   33