Page 33 - Demo
P. 33
ბიანკა ბალტიმ პოდიუმიდან კალიფორნიის „ჩემი კარიერა აჟიც ბუნებრივი შევარჩიე და მხოლოდ თვალის
სანაპიროზე გადაინაცვლა და ყველაზე საპა-
სუხისმგებლო ბილიკი ჩვეული თავდაჯე- რებით გაიარა. მეთიუ მაკრეისა და ბიანკას გულ- შემატკივრები ამ დღეს მოუთმენლად ელოდნენ, იმიტომ, რომ უკვე დიდი ხანია წყვილმა ერთად ყოფნა გადაწყვიტა და სიყვარულის ფიციც დადო. ოფიციალური ცერემონია კი, რომელიც არცთუ ოფიციალური აღმოჩნდა, წელიწადზე მეტხანს იგეგმებოდა.
წვეულება, რომელმაც ნეფე-პატარძლის ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები გააერთიანა, ლა- გუნას სანაპიროზე – THE RANCH-ში გაიმართა. ეს „ბედნიერი ლოკაცია“ უკვე ბევრჯერ გამოჩნდა ცოლ-ქმრის სოციალურ ქსელებშიც. სადღე- სასწაულო განწყობა, ბედნიერება და სიხარული ფოტოების აღწერაშივე იგრძნობოდა: „საუკეთესო. დღე. ცხოვრებაში“.
იტალიელი მოდელი საკურთხევლისკენ საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანში ბოლომდე დარ- წმუნებული მიაბიჯებდა. მის ცნობილ მომხიბ- ვლელობას კიდევ უფრო ამშვენებდა DOLCE & GABBANA-ს კაბა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შეიკერა. „დანახვისთანავე მივხვდი, რომ ეს ჩემი საოცნებო კაბა იყო“, – გაიხსენა
DOLCE & GABBANA-ს უდიდესი დამსახურებაა“
ბიანკამ, – „ფოტო გადავუღე და შემდეგ, როცა შერჩევის მომენტი დადგა, ეჭვიც არ შემპარვია, რომ ის უნდა ჩამეცვა. ჩემი კარიერა DOLCE & GABBANA-ს უდიდესი დამსახურებაა და ბუნებრივია, რომ ჩემი ოცნების კაბა სწორედ მათ შევაკერინე“. აღსანიშნავია, რომ ამ ბრენდთან ბალტის მარ- თლაც ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს. სწორედ იტალიელი მოდელი გადაიქცა 2013 წელს გამოშვებული სუნამოს – LIGHT BLUE-ს სახედ.
მაქმანებიან საქორწილო კაბას დახვეწილი სი- ლუეტი და მასიური სახელოები გამოარჩევდა. ის მაქსიმალურად აერთიანებდა ყველა თანამედროვე ტრენდს და მეფურ იერსაც მოხდენილად ირგებდა. ამოჭრილ ზურგს კიდევ უფრო გამოკვეთდა სადა, აწეული ვარცხნილობა. ზოგადად, სისადავე და ბუნებრიობა ყველაფერში იგრძნობოდა. „მინდოდა ვყოფილიყავი ის, რაც ვარ. სწორედ ამიტომ, მაკი-
ფერი გამოვკვეთე ჩრდილებითა და ღია იასამ- ნისფერი ტუშით“, – აღნიშნა პატარძალმა. რაც შეეხება მეთიუს, მას კლასიკური კოსტიუმი ეცვა და ბიანკას მსგავსად, თავს სტეფანო გაბანას დი- ზაინით იწონებდა. ბედნიერი წყვილის ფოტო თავად დიზაინერმაც გამოაქვეყნა და ცოლ-ქმარს სიამაყით უწოდა „DOLCE & GABBANA-ს ოჯახი“ – #DGFamily #madeinitaly.
პატარძალს მწვანე ფოთლებში გახვეული თეთრი ლილიებისა და გვირილების თაიგული ეჭირა, მისი მეუღლის გულისჯიბეში კი ცალი თეთრი ვარდი მო- ჩანდა. მაგიდები მაღალი ხის გარშემო იდგა და თითოეული მათგანი ყვავილებისა და ლიმონის კომბინაციებით იყო გაფორმებული. ზოგადად, ქორწილის დეკორის მთავარი იდეა ციტრუსის ირგვლივ ტრიალებდა.
ქორწილის მთავარი გმირები იყვნენ პატარძლის ქალიშვილებიც – 2 წლის მია და მატილდა, რომ- ლებსაც პატარძლის მსგავსი მაქმანებიანი კაბები ეცვათ. გოგონები მეჯვარეების როლებს ითავ- სებდნენ და დედას გვერდიდან არ შორდებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბიანკა და მეთიუ ერთ- მანეთს ესპანურ არდადეგებზე შეხვდნენ.
33
„მინდოდა ვყოფილიყავი ის, რაც ვარ. სწორედ ამიტომ, მაკიაჟიც ბუნებრივი შევარჩიე და მხოლოდ თვალის ფერი გამოვკვეთე ჩრდილებითა და ღია იასამნისფერი ტუშით“, — აღნიშნა პატარძალმა. ქორწილის მთავარი გმირები იყვნენ პატარძლის ქალიშვილებიც — 2 წლის მია და მატილდა, რომ- ლებსაც პატარძლის მსგავსი მაქმანებიანი კაბები ეცვათ. გოგონები მეჯვარეების როლებს ითავსებდნენ და დედას გვერდიდან არ შორდებოდნენ.
იტალიელი მოდელი საკურ- თხევლისკენ საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანში ბო- ლომდე დარწმუნებული იდგა. მის ცნობილ მომხიბვლელობას კიდევ უფრო ამშვენებდა Dolce & Gabbana-ს კაბა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შეიკერა. „დანახ- ვისთანავე მივხვდი, რომ ეს ჩემი საოცნებო კაბა იყო“, — გაიხსენა ბიანკამ, — „ფოტო გადავუღე და შემდეგ, როცა შერჩევის მომენტი დადგა, ეჭ- ვიც არ შემპარვია, რომ ის უნდა ჩამეცვა. ჩემი კარიერა Dolce & Gabbana-ს უდიდესი დამსახურებაა და ბუნებრივია, რომ ჩემი ოცნების კაბა სწო- რედ მათ შევაკერინე“.
ფოტო: INTAGRAM/BIANCA BALTI, MARCO TASSINARI.
s

