Page 34 - Demo
P. 34
„ძალიან იტალიელი ვარ! არ შემიძლია, ცოტათი დავკმაყოფილდე“, – ამბობს ბიანკა, – „ვგიჟდები ბევრ პრინტსა და კიდევ უფრო ბევრ აქსესუარზე“
ბალტი შვებულებით ტკბებოდა, მაკრეი კი მაშინ სწორედ მარბელიაში ცხოვ- რობდა. ერთი წლის შემდეგ SPORTS ILLUSTRATED-ის მოდელი ოფიციალურად დაინიშნა. „მახსოვს, იმ საღამოს პა- ემანზე დამპატიჟა“, – იხსენებს პატარ- ძალი, – „მატილდა მეთიუს მშობლების სახლში დავტოვეთ, შემდეგ კი მითხრა, რომ რაღაც უნდა ეჩვენებინა. „მაიძულა“, ერთ-ერთი ისტორიული სახლის ღობეზე გადავმძვრალიყავი, რის შემდეგაც ჯა- დოსნურ ბაღში აღმოვჩნდით. ფორ- თოხლის სურნელში, ძველ ხეებს შორის მივაბიჯებდით, როცა მთავარი შეკითხვა დამისვა. სიურპრიზები დიდად არ მიყ- ვარს, ამიტომ თავი ცოტა უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ რა თქმა უნდა, დავთანხმდი!“ მაშინ მთელმა მსოფ- ლიომ მიმოიხილა ვინტაჟური სტილის ბეჭედი, რომელსაც საფირონის თვლები და პატარა ბრილიანტები ამშვენებდა. ბიანკა სიცილით იხსენებს, რომ ეს ბე- ჭედი მეთიუს სხვაში შეეშალა: „თურმე ეგონა, რომ ეს ის ბეჭედი იყო, რომელიც ერთ-ერთი მოგზაურობის დროს მომე- წონა. არადა, მე ზურმუხტის თვალზე გადავირიე! ამ ისტორიას სულ სიცილით ვყვები ხოლმე, იმიტომ, რომ სახალისო და საყვარელი ამბავია“.
მოკლედ, სიყვარულის ფიცი კიდევ ერთხელ დაიდო. პატარძალმა კი, რო- მელიც სიურპრიზებით აშკარად ხშირად გაგვანებივრებს, საღამო რამდენიმე სიტყვით შეაჯამა: „დიდებული ქორწილი
იყო, მაგრამ არა ზედმეტად გადაპ- რანჭული – ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენი სიყვარულია“.
წინარე ისტორია
33 წლის ბიანკა ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ ლოდიში დაიბადა. მარიასა და ბრუ- ნოს ქალიშვილი, და ალესანდროსა და კარლო- ალბერტოს საყვარე- ლი
დაიკო ყველასგან განებივრებული იყო. ბედნიერი ბავშვობის გამორჩეულ ნაწილად დარჩა ბებია-ბაბუის ალპური სახლიც, რომელსაც ბალტი ბიძაშ- ვილებთან ერთად ხშირად სტუმრობდა.
კლასიკური ლიცეუმის დასრულების შემდეგ, ბიანკამ გრაფიკული დიზაინის კურსებზე გამოცდები ჩააბარა. მილან- შივე დაიწყო ტანსაცმლის შეკერვა, რაშიც დედამისის საკერავი მანქანა გა- მოიყენა. საქმიანობა, რომელიც დამა- ტებითი შემოსავლის წყარო უნდა ყო- ფილიყო, მალე მთავარ მოწოდებად გადაიქცა. მალევე გამოჩნდა პირველი შეთავაზებაც – ბრუნო პაულეტამ, BRAVE MODELS-ის დამფუძნებელმა და აგენტმა, ბალტი თანამშრომლობაზე დაითანხმა. „ეს ჩემი კარიერის დასაწყისი იყო – ლომბარდიაში ვიყავი, როცა საკუთარმა აგენტმა დამირეკა და რომში დაგეგმილ ფოტოსესიაში მონაწილეობა შემომ- თავაზა. ცოტა გავბრაზდი, იმიტომ, რომ გადაღება კვირას იყო დაგეგმილი, მე კი შაბათ საღამოს წვეულებაზე წასვლას ვაპირებდი. ჩემი აგენტი გაცეცხლებული იყო და უნდოდა მოვეკალი“, – იხსენებს ბიანკა სიცილით, – „მაგრამ გამოსავალი მაინც მოძებნა და მითხრა: „ბიანკა, იმ წვეულებაზე წახვალ, მაგრამ ღამის 3 სა- ათზე ჩემი მძღოლი მოგაკითხავს და რომში წაგიყვანს!“ ასეც მოხდა და წვე- ულებიდან პირდაპირ ფოტოსესიაზე აღ- მოვჩნდი. ზოგჯერ ეს რეჟიმი ძალიან მე- ნატრება ხოლმე! იმდენ რაღაცას ვაკეთებდი ერთდროულად... ალბათ, ეს მაშინ ხდება, როცა ძალიან ახალგაზრდა და ენთუზიაზმით სავსე ხარ, დადიხარ წვეულებებზე, ხოლო წვეულებებიდან – გადაღებებზე... ახლა კი 33-ის გახლა- ვართ და დასაძინებლად საღამოს 8 სა- ათზე ვწვები. დილის 6-ზე კი უკვე ფეხზე ვარ და გოგონებს ვუვლი. წვეულებებზე იშვიათადღა დავდივარ. ჩემი საყვარე- ლი გართობა ჩემსავე სახლში შეკრებილ მეგობრებთან ერთად ვახშმობაა. ვგიჟ- დები მათთვის საჭმელების მომზადე- ბაზე“.
პირველი „წარმატებული ზარიდან“ რამდენიმე კვირის შემდეგ, მოდელი L’OFFICIEL PARIS-ის ყდაზე, მალევე კი VALENTINO-სა და DOLCE & GABBANA-ს კატა- ლოგებში
34

