Page 35 - Demo
P. 35
გამოჩნდა. ამას მოჰყვა ექსკლუზი- ური კონტრაქტი DOLCE & GABBANA-სთან, რაც ჩვენებებსა და სარეკლამო კამ- პანიებში მონაწილეობას მოიცავდა.
მისი სახელი კიდევ უფრო გახმა- ურდა მაშინ, როცა ბიანკა სტივენ კლაინის, ენი ლეიბოვიცისა და სხვა ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევ- რებში გამოჩნდა. პოპულარობამ კი პიკს VICTORIA SECRET FASHION SHOW-ზე გამოსვლის შემდეგ მიაღწია 2005 წელს. მას შემდეგ ბიანკას წინსვლა არ შეჩერებულა.
პირველი შვილი 2007 წელს, იტა- ლიელი ფოტოგრაფისგან გააჩინა, მია კი – მეთიუსა და ბიანკას საერთო შვილი, 2015 წელს დაიბადა.
ამჟამად 33 წლის მოდელი პირ- ველად მუშაობს საცურაო კოს- ტიუმების დიზაინზე. როგორც უკვე გითხარით, დიზაინი ბავშვობიდანვე მისი გატაცება იყო. „ძალიან იტა- ლიელი ვარ! არ შემიძლია, ცოტათი დავკმაყოფილდე“, – ამბობს ბალ- ტი, – „ვგიჟდები ბევრ პრინტსა და კიდევ უფრო ბევრ აქსესუარზე. მინდა ბევრი ვიყო, ძალიან ბევრი! მინდა ვჩანდე. მგონი, ეს იტალიური სტილია – შოკისმომგვრელი სტი- ლი. ხმამაღალი სიცილი, თვალში- საცემი ქცევები, „მყვირალა“ ტან- საცმელი, სპონტანურობა, ყველაფ- რის პირდაპირ თქმა და სიხალისე – ეს იტალიელი ქალის თვისებე- ბია, რომლებიც მეც მახასი- H ათებს“.
2005 წელს Victoria Secret Fashion Show-ზე გამოსვლის შემდეგ, ბიანკას წინსვლა არ შეჩერებულა და Karl Lagerfeld-ის, Gianfranco Ferré-ს, Marc Jacobs-ის, Alexander McQueen-ის, Givenchy-ის, Hermès-ის, Gucci-ის, Fendi-ის, Prada-ს, Valentino-ს, Missoni-ის, Chanel-ის, Christian Dior-ის, Versace-ს, Oscar de la Renta-ს, Narciso Rodriguez-ის, Ralph Lauren-ისა და Carolina Herrera-ს ჩვენებებამდე მივიდა.
„ხმამაღალი სიცილი, თვალშისაცემი ქცევები, „მყვირალა“ ტანსაცმელი, სპონტანურობა, ყველაფრის პირდაპირ თქმა და სიხალისე – ეს იტალიელი ქალის თვისებებია, რომლებიც მეც მახასიათებს“
35
ტექსტი: ელენე მარგალიტაშვილი. ფოტო: GETTY IMAGES.

