Page 37 - Demo
P. 37
ელენე მახარაშვილი და ირაკლი კვირიკაძე
მოდელმა ელენე მახარაშვილმა ინს- ლოკაციის მიხედვით, წყვილის საქორწილო არიან. ირაკლი ცნობილი მსახიობის – კახა
ტაგრამის საკუთარ გვერდზე ნიშნობის
ბეჭდით ხელდამშვენებული ფოტო გა- მოაქვეყნა და მისი პირადი გვერდის 25 ათა- სამდე მიმდევარს საკუთარი ცხოვრების ყვე- ლაზე მნიშვნელოვანი სიახლე ამცნო. ფოტოს ატვირთვიდან რამდენიმე დღეში კი, წყვილის ქორწილი გაიმართა.
ელენე და ირაკლი დაახლოებით ერთი წელი შეყვარებულები იყვნენ, საქმიანობიდან გა- მომდინარე ძირითადად აშშ-ში ცხოვრობენ, თუმცა ეს მნიშვნელოვანი დღე საქართვე- ლოში აღნიშნეს. საქორწილო წვეულება თბილისის ზღვაზე, კერძო სანაპიროზე შედგა.
ჩაცმულობა, საზაფხულო, თხელი თეთრი სა- მოსი და ჩალის საზღვაო ქუდი იყო.
სტუმრების ძირითადი ნაწილი ელენესა და ირაკლის მეგობრები, ახალგაზრდა მოდე- ლები და მსახიობები იყვნენ. მათ შორის: ნინი ნებიერიძე, ანი ჩიხლაძე, ფოტოგრაფი ანას- ტასია პაიჭაძე, მსახიობები ფილმიდან „მძევ- ლები“ – ბექა ლემონჯავა, გიგა დათიაშვილი და სხვ. ირაკლი სწორედ რეზო გიგინეიშ- ვილის ფილმში „მძევლები“ მთავარ როლს ასრულებს. კინოსამყაროსთან ირაკლის მჭიდრო კავშირი გასაკვირი არცაა – მისი ოჯახის წევრები სამსახიობო სფეროდან
ქორიძის შვილიშვილი და მსახიობ ნინო ქორიძის შვილია. რაც შეეხება ელენეს, იგი მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნო- ბილი წარმომადგენელია.
სამოდელო კარიერა საკმაოდ პატარა ასაკში, ნინო ცქიტიშვილის სააგენტო LOOK MODELS- იდან დაიწყო, შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სააგენტო IMG-ის მიწვევით, სამუშაოდ პარიზსა და მილანში გაემ- გზავრა. დღეს კი, ნიუ-იორკში, სააგენტო NEXT MODELS-ის კონტრაქტორია და სხვადასხვა წამ- ყვან ბრენდთან და მოდის სახლთან H თანამშრომლობს.
დღეს ელენე ნიუ-იორკში, სააგენტო Next models-ის კონტრაქტორია და სხვადასხვა წამყვან ბრენდთან და მოდის სახლთან თანამშრომლობს.
ელენე და ირაკლი დაახლოებით ერთი წელი შეყვარებულები იყვნენ, საქმიანობიდან გამომდინარე ძირითადად აშშ-ში ცხოვრობენ, თუმცა ეს მნიშვნელოვანი დღე საქართველოში აღნიშნეს
37
ტექსტი: ზურა მახარაშვილი. ფოტო: ანასტასია პაიჭაძე.

