Page 39 - Demo
P. 39
„კაბა, რომელიც შენს სხეულს მთლიანად ფარავს, რაღაცნაირად უფრო წმინდა და მისტიკურია“
„ასეთ მშვენიერ კაბაზე ვერც კი ვიოცნებებდი“, – ამბობს მირანდა, რომელსაც ქორწილში Dior-ის არტდირექტორის – მარია გრაცია კიურის შეკერილი კაბა ეცვა (ზევით). ვარდების წვეულება: მირანდამ და ევანმა საქორწილო წვეულების გამართვა ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გადაწყვიტეს. ბაღი ვარდისფერი ყვავილებით იყო მორთული (ქვევით).
უკვე რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მირანდა კერი SNAPCHAT-ის დამ- ფუძნებელ ევან სპიგელზე გათხოვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქორწილი მაისში იყო, მოდელმა პირველად გაგვიზიარა საქორწილო წვეულების ის დეტალები, რომელმაც, მოლო- დინისამებრ, მთელი მსოფლიო აალაპარაკა.
როგორც აღმოჩნდა, DIOR-ის გლამურული და მოკრძალებული კაბის დიზაინი გრეის კელის ქორწილის შთაგონებით შეიქმნა. 34 წლის სუ- პერმოდელი თავადვე აღიარებს, რომ მისი „ბედნიერი დღე“ ყველასთვის საოცნებო ზღა- პარს ჰგავდა: „მგონი, ყველა გოგონას ოც- ნებაა, ქორწილში DIOR-ის დიზაინით შეკერილი კაბა ეცვას“.
ამერიკულ VOGUE-თან საუბრისას მირანდამ აღტაცებით აღნიშნა: „გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთ მშვენიერ საქორწილო კაბაზე ვერც კი ვიოცნებებდი! კაბა, რომელიც შენს სხეულს მთლიანად ფარავს, რაღაცნაირად უფრო წმინდა და მისტიკურია. მოდაში ბევრი სტილი მოვსინჯე – თავისუფალი, ბოჰემური, ველური... ამ ეტაპზე კი უფრო დახვეწილ არ- ჩევანს ვაკეთებ – გრეისი, ოდრი ჰეპბერნი და ჩემი საყვარელი ბებია ჩემთვის 1980-იანი წლე- ბის შარმის საუკეთესო მაგალითები არიან. სწორედ მათი სტილის კაბები, ბლუზები, შარ-ფები და ფეხსაცმელები მომწონს“...
39
s

