Page 40 - Demo
P. 40
40
მირანდა კერი და მისი რჩეული მილიარდერი ლოს-ანჯელესში დაქორწინდნენ, წვეულება კი საკუთარ, 16-მილიონიან სახლში გამართეს
როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ფავორიტი სუპერმოდელი იხსენებს, მის დანახვაზე დე- დასაც და ბებიასაც გული აუჩუყდათ და აეტი- რათ. მირანდას 6 წლის ვაჟმა კი ბეჭდებზე ზრუნვა შეითავსა და პირველ ცეკვაშიც აქტი- ურად ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ მირანდა კერი და მისი რჩე- ული მილიარდერი ლოს-ანჯელესში დაქორ- წინდნენ, წვეულება კი საკუთარ, 16-მილიონიან სახლში გამართეს. სტუმართა სიაში მხოლოდ 50 ადამიანი იყო. ყველა მათგანი აღფრთო- ვანებით საუბრობდა ვარდისფერი ყვავი- ლებით მორთულ ბაღზე, რომელიც საღამოს კიდევ უფრო ჯადოსნურ ელფერს სძენდა: „ევანმა და მირანდამ დიდხანს იფიქრეს წვე- ულების ადგილზე, მაგრამ მიხვდნენ, რომ მა- თი ბაღი საუკეთესო გამოსავალი იყო. ქორ- წილს მხოლოდ ისინი ესწრებოდნენ, ვინც მათთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელო- ვანია“.
საღამოს მუსიკალურად ჯეისონ მრაზი და კოლბი კეილატი აფორმებდნენ. მათ არც პატარძალი ჩამორჩა – სცენაზე თამამად ავი- და და შანია ტვეინის სიმღერა YOU’RE STILL THE ONE საყვარელ მეუღლეს მიუძღვნა.
ცნობისთვის: წყვილის სიყვარულის ისტორია 2014 წელს დაიწყო. მირანდა და ევანი ერთ- მანეთს ვახშამზე შეხვდნენ. თავიდან მეგო- ბრობდნენ, შემდეგ კი გრძნობებშიც გამოტ- ყდნენ. როგორც ამბობენ, უპირატესობას მშვიდად ცხოვრებას ანიჭებენ და წვეულებებზე სიარულს, ყოველთვის შინ ყოფნა და ერ- H თად ვახშმობა ურჩევნიათ.
ტექსტი: LAURA BENJAMIN ორიგინალი ტექსტი: ROB HASKELL/VOGUE ფოტო: PATRICK DEMARCHELIER
ფოტოები ამერიკული Vogue-ის საკუთრებაა. სრული ალბომის ნახვა შეგიძლიათ ვებგვერდზე: vogue.com/augustissue2017
მირანდა კერი მანამდე ორლანდო ბლუმზე იყო გათხოვილი. სამწლიანი თანაცხოვრებისა და ერთი შვილის გაჩენის შემდეგ, მათი ოჯახი დაინგრა. სამაგიეროდ, შენარჩუნდა მეგობრული ურთიერთობა. „ორლანდოს მიაჩნია, რომ ევანი არაჩვეულებრივი ადამიანია“, – სიამაყით აღნიშნავს სუპერმოდელი.

