Page 44 - Demo
P. 44
The Inside Story
თეონა დვალი ქართველი სოპრანო თხოვდება
მსოფლიოში აღიარებული ქარ- თველი სოპრანო – თეონა დვალი, თხოვდება. მისი რჩეული, იტალიელი ბიზნესმენი ჯაკომო რაკუნიოა. წყვილმა ერთმანეთი ექვსი წლის წინ, მოსკოვში, პლასიდო დომინგოს კონკურსზე გა- იცნეს, რომელშიც თეონა მონაწი- ლეობდა. ჯაკომო მელომანია, ზედ- მიწევნით კარგად იცის და ერკვევა ოპერაში. თეონას შესრულებით მო- ხიბლულმა ბიზნესმენმა კონცერტის შემდეგ მას ბევრი ქათინაური უძღვნა. ურთიერთობა სოციალური ქსელის საშუალებით გააგრძელეს, წელი- წადნახევრის წინ კი ერთად ყოფნა გადაწყვიტეს და წყვილი ახლა უკვე ორი ქორწილის გასამართად ემზა- დება.
იტალიური ქორწილი 10 სექტემ- ბერს, ქალაქ ნუმანაში, ზღვისპირას მდებარე რესტორანში გაიმართება, საიდანაც ადრიატიკის ზღვის მომა- ჯადოებელი პანორამული ხედები იშ- ლება. ქორწილში მიწვეულ 150-მდე სტუმარს შორის არიან თეონას ოჯახის წევრები და მეჯვარეები საქართვე- ლოდან – თეონა ბაღდავაძე და გვანცა ჭელიძე. ასევე ის მეგობრები, რომ- ლებიც იტალიაში ცხოვრობენ. საქორ- წილო სამზადისში თეონას მომავალი
დედამთილი ეხმარება, რომლის გე- მოვნებასაც სოპრანო თვალდახუჭული ენდობა.
რაც შეეხება ქართულ ქორწილს, იგი თბილისში, 24 სექტემბერს გა- იმართება. დროის მცირე მონაკვეთში ორი ქორწილის დისტანციურად ორ- განიზება საკმაოდ რთულია, ამიტომ თეონა ყველა დეტალს დედასთან ერ- თად აზუსტებს და მას იტალიიდან მო- საწვევების, ყვავილების, დეკორაცი- ებისა და ტორტის სასურველი დიზა- ინის ფოტოებს უგზავნის. იტალიურთან შედარებით, ქართული ქორწილი უფ- რო მასშტაბური იქნება – მასში ბევრი საოპერო და საესტრადო ჟანრის მომ- ღერალი მიიღებს მონაწილეობას.
თეონა ბევრ დეტალს ჯერჯერობით სიურპრიზად ტოვებს და მხოლოდ იმას გვიმხელს, რომ საქორწილო კაბა რომში შეიძინა, რომელიც ეს- პანურ მოდის სახლ PRONOVIAS-ის 2018 წლის კოლექციიდანაა. კაბა დანახვისთანავე შეუყვარდა და გა- სინჯვის დროს გულიც კი აუჩქარდა.
P.S. ქორწილს ექსკლუზიურად HELLO! აშუქებს. ყველაზე დაუვიწ- ყარი დღის ყველა მნიშვნელოვან დეტალს ჟურნალის შემდეგ ნომერში იხილავთ.
TSU ART
ჯგუფმა პირველი ალბომი გამოუშვა
ელექტრონულ-ექსპერიმენტული ჯგუფი TSU ART 2011 წლის მარტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყა- ლიბდა. ექსპერიმენტები, რომელსაც TSU ART მსმენელს სთავაზობს, ყველაზე წარუშლელ შთაბეჭდი- ლებას ახდენს. ლაშა ლორთქი- ფანიძემ (პერკუსია), ილია ჭუმბურიძემ (პერკუსია), დათუნა დგებუაძემ (გიტა- რა), ირაკლი გოდერძიშვილმა (პერ- კუსია) და ათუკა ედიშერაშვილმა (DJ- პროდიუსერი) მუსიკაში სრულიად განსხვავებული ჟღერადობა დაამ- კვიდრეს და ინსტრუმენტთა სიას ისეთი სახელები შემატეს, როგორე- ბიცაა ბამბოფონი და მილოფონი.
TSU ART-ს სადებიუტო გამოსვლა 2011 წლის სტუდენტურ დღეებზე ჰქონდა. ამის შემდეგ იყო „არტ-გენი 2011“, ექსპერიმენტი სიმფონიურ ორკესტრთან და სხვადასხვა კონ- ცერტი. ამჟამად, ბიჭებმა ახალი ალ- ბომი გამოუშვეს და გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადებიან. ალ- ბომის პრეზენტაციის დეტალებს მომდევნო ნომრის ფურცლებიდან გაგაცნობთ.
„ჩვენი ალბომი ამიერკავკასიის ყველაზე მაღალი დონის სტუდიაში ჩა- იწერა. TSU ART ერთი დიდი ექსპე- რიმენტია, რომელიც კარგ შედეგამდე მივიდა. მგონია, რომ ამ ბენდს უამ- რავი რამ ელის. მოკლედ რომ გით- ხრათ, TSU ART მომავლის ბენდია!“ – აღნიშნავს HELLO!-სთან საუბარში ათუკა ედიშერაშვილი (TSU ART-ის პროდიუსერი).
44
ტექსტი: ზურა მახარაშვილი. ფოტო: ანასტასია პაიჭაძე. ტექსტი: ზურა მახარაშვილი. ფოტო: მია მერსია.

