Page 46 - Demo
P. 46
„ბევრ მანდილოსანთან მქონია ურთიერთობა, თუმცა არ მიმაჩნია, რომ მექალთანე მქვია“ – ირაკლი
46
საოცნებო ქორწილი
ტოპ
სასიძოები და
საპატარძლოები
იდეალური დღის დეტალები
მათ აკვირდებიან, აკრიტიკებენ, მოსწონთ და ბაძავენ. ისინი ყოველთვის განხილვის ობი- ექტები, აქტუალურები და საინტერესოები
არიან. ქართული HELLO! ქორწილების სეზონზე ყველაზე სასურველ სასიძოებსა და საპატარ- ძლოებს გაგაცნობთ. გლამურული ფოტოსესიის მონაწილეებად განსხვავებული სფეროების, შეხედულებებისა და სტილის ცნობილი სახეები ავირჩიეთ, რომლებსაც უახლოეს მომავალში სიძეებისა და პატარძლების ამპლუაში რეალურ ცხოვრებაში იხილავთ.
ირაკლი მაქაცარია
(ტელეწამყვანი)
ძალიან პოპულარული ბრძანდებით და ალბათ ბევრ მანდილოსანს აქვს თქვენ მიმართ სიმპათია...
ი.მ. საბოლოოდ, არასოდეს მართლდება ის, რაც მიფიქრია. წინასწარ ვერ იტყვი, როგორი იქნება ის ერთადერთი. ბევრ მანდილოსანთან მქონია ურ- თიერთობა, თუმცა არ მიმაჩნია, რომ მექალთანე მქვია. ზოგადად, ეს სტატუსი ძალიან შეურაც- ხმყოფელი მგონია. ვფიქრობ ერთგული ადამიანი ვარ და ყველა ჩემი ურთიერთობა სიმპათიასა და ნდობაზე იყო დაფუძნებული. ალბათ უკრაინის თემამ ჩამომიყალიბა ის იმიჯი, რაც მედიაში შემიქმნეს. იქ გადაცემის ფორმატი ითვალის- წინებდა იმას, რომ 30 გოგონადან 1 უნდა აგერჩია. რეალურ ცხოვრებაში სულ სხვანაირად ხდება. მონოგამიური ურთიერთობების მომხრე ვარ.
როგორი უნდა იყოს ის ერთადერთი, რომელიც თქვენ გვერდით წარმოგიდგენიათ?
ი.მ. ყოველთვის აქტიურად ვარ დაკავებული და არ მაქვს ფიქსირებული სამუშაო გრაფიკი. მესმის, რომ ამ რიტმზე აწყობა რთულია. მანდილოსანი, რომელთანაც დარჩენილი ცხოვრების გატარებას გადავწყვეტ, ალბათ ძალიან ძლიერი ხასიათის უნდა იყოს. ვერ მექნება ურთიერთობა ქალთან,

