Page 47 - Demo
P. 47

„ვფიქრობ, თუ მეორე ნახევარს სწორად შევარჩევ, ერთობლივად გადავწყვეტთ, როგორი ქორწილი გვექნება“ – ლიკა
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები ადრეულ ასაკში შეუღლდნენ, არ მიმაჩნია, რომ ეს ჩემს გადაწყვეტილებაზე რაიმე გავლენას იქონიებს. არ არსებობს ოჯახის შექმნისთვის სწორი დრო. მთავარია განვითარდე, კარიერას მიხედო, შედგე, როგორც ადამიანი და შემდეგ ეს ეტაპიც თავისთავად მოვა. დღეს კი, ჯერ მაგისტრატურაზე გამოცდები უნდა ჩავაბარო, კარიერულად განვვითარდე, ამიტომ პირად ცხოვრებაზე ჯერჯერობით ნაკლებად ვფიქრობ, თუმცა არავინ იცის, ხვალ რა შეიძლება მოხდეს“ - ნინი
რომელიც სუსტი და დამყოლია. როდესაც ქალი ცდილობს ყველაფერში მოგერგოს და მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც შენ ამბობ, ინტერესიც იკარ- გება. ინდივიდუალური, ჭკვიანი და ძლიერი ქალი ყველაზე სასურველია.
ბევრი ქალი პატარა ასაკიდან წარმოიდგენს, როგორი ქორწილი სურს ჰქონდეს. თქვენ თუ გიფიქრიათ ამ დღის შესახებ?
ი.მ. გულწრფელად გეტყვით, რომ არასოდეს მიფიქრია საკუთარ ქორწილზე. მე მგონი ქალები ამაზე უფრო ხშირად ფიქრობენ. ქორწილი ჩემთვის
ორი ადამიანის სამუდამოდ დაკავშირების აღნიშ- ვნაა. ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ჯვრისწერის ცერემონიას. არ მიყვარს დიდი ქორწილები და ასობით სტუმარი. მიმაჩნია, რომ ამ დღეს წყვილის გვერდით მხოლოდ ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები უნდა იყვნენ.
ლიკა ქორქია (ტელეწამყვანი) როგორია თქვენთვის იდეალური ქორწილი? ლ.ქ. ზოგადად, ქორწილების მიმართ უცნაური დამოკიდებულება მაქვს. არ მიყვარს ტიპური ქორწილები. არ მიყვარს ქორწილებში სიარული
და ყოველთვის დისკომფორტს განვიცდი. არ მიყ- ვარს სადღეგრძელოები, ბევრი, ერთმანეთისთვის უცხო ხალხი და ა.შ. ეს ყველაფერი ვალის მოხდად უფრო მიმაჩნია. ვფიქრობ, თუ მეორე ნახევარს სწორად შევარჩევ, ერთობლივად გადავწყვეტთ, როგორი ქორწილი გვექნება. ნამდვილად არ ვარ პომპეზურობის მომხრე. ბავშვობიდან მაქვს წარ- მოდგენილი, რომ ჩემი ქორწილი სადმე, ზღვის ქვი- შიან სანაპიროზე, 15-20 ადამიანის წრეში ჩაივლიდა.
ოცნების კაბა როგორი წარმოგიდგენიათ?
ლ.ქ. კაბაც ზუსტად ვიცი, როგორი მექნება.
47
s


































































































   45   46   47   48   49