Page 49 - Demo
P. 49

ტილოს სადა კაბაში ვიქნები გამოწყობილი, სტუმრებიც იგივე ტონალობებით იქნებიან წარმოდგენილნი და ყველაფერი სადა, ლამაზი იქნება. ბავშვობიდან ასეთი წარმომედგინა ჩემი ქორწილი. გაცილებით მომწონს ევროპული ქორწილები – ცივილიზებული ელემენტებით. არ მიყვარს, როდესაც ქარ- თული ქორწილი ღრეობაში გადადის.
როგორი უნდა იყოს ამ იდეალური ქორწილის მთავარი კომპონენტი – სიძე?
ლ.ქ. ნელ-ნელა ვხვდები, რომ ძალიან დაგეგმილად ვცხოვრობ. ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, რომ 30 წლამდე არ გავთხოვდებოდი. ჩემი აზრით, ოჯახი ძალიან ფაქიზი თემაა. თუ ამ ნაბიჯს დგამ, ოჯახისთვის უზომოდ დიდი რესურსი უნდა გამოყო. მე ეს რესურსი მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი მთლიანი ენერგია კარიერისკენ მაქვს მიმართული. თუ საკუ- თარი თავი მაქსიმალურად არ გამოვცადე და არ დავიხარჯე, ვერასოდეს გადავდგამ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უპირ- ველესად, ჩემი მეორე ნახევარი ის ადამიანი იქნება, რომელ- საც უზომოდ ვენდობი. როდესაც ხედავ, რომ მასში ძალიან დიდი პოტენციალია და შენს პოტენციალსაც ხელს უწყობს, როდესაც ერთობლივად ქმნით რაღაცას, ეს ყველაფერი იდეალურ ოჯახს ქმნის.
ცოტნე ზურაბიანი (პოლიტიკოსი)
რა ასაკში დგება მომენტი, როდესაც ოჯახის შექმნაზე იწყებ
ფიქრს?
ც.ზ. ხშირ შემთხვევაში პირად ცხოვრებაზე მოქმედებს დროის სიმცირე, დღევანდელი რეჟიმი... ხშირად განვიცდი თუნდაც მეგობრებთან ერთად ყოფნის ნაკლებობას, თუმცა დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, და ეს ხელს არ უშლის იმ ეტაპისთვის მომზადებას, როდესაც ოჯახის შექმნაზე იწყებ ფიქრს.
როგორი უნდა იყოს ქალი, რომელიც ამ გიჟურ რიტმს შეეგუება და ფეხს აუწყობს?
ც.ზ. უნდა იყოს ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და აქტიური. უნდა იყოს პროფესიულად შემდგარი და უყვარდეს საკუთარი საქმე. ხშირად ამბობენ, რომ მამაკაცებს ჭკვიანი ქალების ეში- ნიათ. მე ასე არ მიმაჩნია.
„ნელ-ნელა ვხვდები, რომ ძალიან დაგეგმილად ვცხოვრობ. ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, რომ 30 წლამდე არ გავთხოვდებოდი. ჩემი აზრით, ოჯახი ძალიან ფაქიზი თემაა. თუ ამ ნაბიჯს დგამ, ოჯახისთვის უზომოდ დიდი რესურსი უნდა გამოყო“ - ლიკა
49
s


































































































   47   48   49   50   51