Page 50 - Demo
P. 50

თქვენი პოლიტიკური შეხედულებებიც უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს?
ც.ზ. ქალბატონს, რომელიც ჩემ გვერდით იცხოვ- რებს, ალბათ ისეთივე შეხედულებები და მისწრაფე- ბები ექნება, როგორიც მე მაქვს.
გიფიქრიათ ქორწილზე?
ც.ზ. ძალიან მიყვარს ქორწილის ტრადიცია – და- წინდვით და ნიშნობით დაწყებული, ჯვრისწერით დამთავრებული. ვფიქრობ აუცილებლად მექნება ქორწილი. მახსოვს, როდესაც იერუსალიმში, მაცხოვრის ტაძარში ვიყავით, მომინდა ჩემი ჯვრის- წერაც იქ ჩატარებულიყო. სხვათა შორის, არ მიყ- ვარს ამ თემის მიმართ კონსერვატიული მიდგომა. ძალიან მომეწონებოდა ზღვისპირას, ან ღია ცის ქვეშ ქორწილი.
ნინი გოგიჩაიშვილი (მოდელი)
რამდენად მოქმედებს მშობლების ფაქტორი, როდესაც ოჯახის შექმნაზე ფიქრობ?
ნ.გ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები ად- რეულ ასაკში შეუღლდნენ, არ მიმაჩნია, რომ ეს ჩემს გადაწყვეტილებაზე რაიმე გავლენას იქონიებს. არ არსებობს ოჯახის შექმნისთვის სწორი დრო. მთავარია განვითარდე, კარიერას მიხედო, შედგე, როგორც ადამიანი და შემდეგ ეს ეტაპიც თავის- თავად მოვა. დღეს კი, ჯერ მაგისტრატურაზე გამოც- დები უნდა ჩავაბარო, კარიერულად განვვითარდე, ამიტომ პირად ცხოვრებაზე ჯერჯერობით ნაკ- ლებად ვფიქრობ, თუმცა არავინ იცის, ხვალ რა შეიძლება მოხდეს.
კარიერაზე ფიქრი ხელს არ უშლის საოცნებო ქორწილის დაგეგმვას. თუ წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება ის მნიშვნელოვანი დღე?
ნ.გ. არასოდეს მიოცნებია პომპეზურ ქორწილებზე. უფრო სადა, პატარა ცერემონიები მომწონს, რომ- ლებსაც მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებიან. კაბაც მარტივი და ლამაზი დიზაინის მინდა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს დახარჯავ კაბაში, მთა-
ვარია გიხდებოდეს და შენს ხასიათს ერგებოდეს.
როგორი ხასიათი უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც თქვენს გულს დაიპყრობს?
ნ.გ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ხასიათია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ეჭვიანი. ეს მეორე ნახევრის ძალიან დიდი შე- ურაცხყოფაა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იუმორის გრძნობას. უნდა იყოს განათლებული. მიმაჩნია, რომ ინტელექტი და იუმორი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. რაც მთავარია, ერთ- ნაირი ფასეულობები უნდა გვქონდეს. ვფიქრობ, ნდობის გარეშე ვერცერთი ურთიერთობა ვერ შედ- გება და ნდობა ოჯახის ყველაზე მთავარი შემად- გენელი ნაწილია.
ერთი რამ, რაც აუცილებლად იქნება თქვენს ქორწილში?
ნ.გ. უამრავი ყვავილი. ყვავილების გარეშე ჩემი ქორწილი ვერ წარმომიდგენია.
„ხშირად ამბობენ, რომ მამაკაცებს ჭკვიანი ქალების ეშინიათ.
მე ასე არ მიმაჩნია“ – ცოტნე
50
„კაბაც ზუსტად ვიცი, როგორი მექნება. ტილოს სადა კაბაში ვიქნები გამოწყობილი, სტუმრებიც იგივე ტონალობებით იქნებიან წარმოდგენილნი და ყველაფერი სადა, ლამაზი იქნება. ბავშვობიდან ასეთი წარმომედგინა ჩემი ქორწილი“ - ლიკა
s


































































































   48   49   50   51   52