Page 52 - Demo
P. 52
„ალბათ იახტაზე მექნება ქორწილი – ოჯახის წევრებისა და მეგობრების წრეში“ – მურატი
52
მურატ ცინცაძე
(პლასტიკური ქირურგი)
როგორი გემოვნება აქვს პლასტიკურ ქირურგს?
მ.ც. ზოგადად, ბუნებრივობა ყოველთვის ფასობს, მაგრამ როდესაც რაღაც ხელოვ- ნურადაა შეცვლილი, მთავარია ეს ყვე- ლაფერი კარგად და ბუნებრივად იყოს გა- კეთებული.
საკუთარ მეუღლეს თუ ურჩევდით პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას? მ.ც. თუ მას საკუთარ გარეგნობაში რაიმე დეტალი კომპლექსს უქმნის, წინააღმდეგი არ ვიქნები. ზოგადად, პლასტიკურ ქირუ- რგიას კომპლექსების გამო მიმართავენ. როდესაც კორექციას იკეთებს, ქალი უფ- რო თავდაჯერებული და რეალიზებული ხდება.
როგორი უნდა იყოს მანდილოსანი, რომელიც წარმატებული პლასტიკური ქირურგის რიტმს ფეხს აუწყობს?
მ.ც. ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის განათლებას, ერუდიციას. ძალიან ბევრი რამ მოდის განათლებიდან, თუნდაც რაღაც ფაქტებთან შეგუება. ვფიქ- რობ, ჩემნაირი ტიპაჟი უნდა იყოს და ალ- ბათ ეს საუკეთესო ტანდემი იქნება.
რამდენად ითვალისწინებთ პირად ცხოვრებაში ოჯახის აზრს?
მ.ც. გადაწყვეტილებას მე ვიღებ. რა თქმა უნდა, გარკვეული დოზით ვიღებ რჩევებს, თუმცა ჩემი და ოჯახის აზრი ხშირად ემთხ- ვევა ერთმანეთს.
ამბობენ, ექიმები ძალიან პრაგმატულები არიანო. ამ პროფესიის წარმომადგენელს რამდენად გიზიდავთ ქორწილის ცნება?
მ.ც. ალბათ მეც უმრავლესობაში შევ- დივარ და მიმაჩნია, რომ საყვარელი ადამიანის გვერდით ცხოვრებისთვის ქორ- წილი, თეთრი კაბა და 300 მოწმე აუცილე- ბელი არაა, თუმცა ვფიქრობ, ქორწილს გარკვეული სიმბოლური დატვირთვა აქვს.
როგორ ქორწილს გადაიხდიდით?
მ.ც. ალბათ იახტაზე მექნებოდა ქორ- წილი – ძალიან ვიწრო, ოჯახის წევრებისა და მეგობრების წრეში. ეს აუცილებლად ბათუმში იქნება. ძალიან მიყვარს ეს H ქალაქი.
ტექსტი: ნინუცა მაისურაძე ფოტო: იკა პირველი სტილი: სოფო იოსელიანი, თათია ლაშაური ჩაცმულობა და აქსესუარები: MARIGOLD, SARARI, ALDO ლოკაცია: შატო მუხრანი

