Page 108 - Demo
P. 108

108
ტფილისი მეიდანი
საოცნებო ქორწილი თითოეული ადამიანის ფანტაზიაში განსხვავებულია, თუმცა ყველას ერთნაირად სურს, ბედნიერი წვეულება იმ ზღაპარს დაემსგავსოს, რომელსაც შემდეგ შვილებსა და შვილიშვილებს ღიმილით მოუყვებიან.
ჭეშმარიტი გასტრონომიული თავგადასავლებითა და ქართული ჰანგების ცოცხალი შესრულებით, „ტფილისი მეიდანი” ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისთვის იდეალური ადგილია.
თბილისის შუაგულში, ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ ადგილას განლაგებული „ტფილისი მეიდანის” წითელი აგურის თაღებიანი სადარბაზო ნამდვილი ქართული ლხინისთვისაა შექმნილი. ქართული ტრადიციული ცეკვების პროგრამა, ძველი ქართული კერძების ახლებურად ინტერპრირებული გემოები და განახლებული ვიზუალი უკლებლივ ყველა სტუმარს მოგვრის აღტაცებას. რესტორნის შესასვლელი გვირაბი კი, რომელიც წარსულში პირდაპირ მტკვარზე გადიოდა, მე-19 საუკუნის ტფილისში გვამოგზაურებს. ასე რომ, თუ გსურთ თქვენი ქორწილი ჭეშმარიტ ქართულ ტრადიციულ სტილში ჩატარდეს, აუცილებლად მიმართეთ „ტფილისი მეიდანის“ პროფესიონალთა გუნდს.
რკინის რიგი #6, თბილისი
ტელ.: (+995) 599 25 06 25 / 322 75 10 38
ფოტო: ტფილისი მეიდანი.


































































































   106   107   108   109   110