Page 109 - Demo
P. 109

FUNICULAR Complex
ქორწილი ფუნიკულიორის კომპლექსში – ეს სწორედ ისეთი სრულყოფილი და ბრწყინვალე დღესასწაულია, რომელზეც ყველა პატარძალი ოცნებობს. ამიტომ, თუ გსურთ თქვენი ქორწილი ზღაპრულ დღესასწაულს დაამსგავსოთ, არჩევანი ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზზე შეაჩერეთ. ჯადოსნური გარემო, რომელიც თქვენი სტუმრებისთვისაც დაუვიწყარ ატმოსფეროს შექმნის, ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 3 წუთის სავალზეა. შენობა თბილისის ისტორიულ და არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობადაა ქცეული.
უგემრიელესი კერძები და მომსახურების უმაღლესი ხარისხი – ყველაფერი ეს ამ განსაკუთრებულ დღეს დაუვიწყარ დღესასწაულად აქცევს. აღარაფერს ვამბობთ იმ საოცარ ხედებზე, რომლებიც მთაწმინდიდან იშლება. ქორწილის ჯადოსნურობა
ყველა დეტალში ჩანს და ამას თითოეული სტუმარი გრძნობს.
ფუნიკულიორის კომპლექსი ღონისძიებების ორგანიზატორთა ძლიერი გუნდით გამოირჩევა, რომელიც თავისი პროფესიონალური მიდგომით ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თქვენი ქორწილის დიდებულებაზე დიდხანს, ძალიან დიდხანს ისაუბრონ. მოკლედ, თუ ქორწილის გადახდას თბილისში გადაწყვეტთ, ჩვენი რჩევა იქნება ღონისძიების ორგანიზება ფუნიკულიორის კომპლექსის გამოცდილ გუნდს მიანდოთ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასადაა შესაძლებელი.
მთაწმინდის პლატო, თბილისი
ტელ.: (+995) 322 98 00 00 (+995) 577 74 44 00 info@funicular.ge www.funicular.ge
109
ფოტო: FUNICULAR RESTAURANT COMPLEX


































































































   107   108   109   110   111