Page 111 - Demo
P. 111
ბალი, ინდონეზია თაფლობისთვე ინდოეთის ოკეანესთან
თუ თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი ეგზოტიკურ და ჯადოსნურ თაფლობისთვეზე ოცნებობთ, რედაქცია გირჩევთ უპირატესობა კუნძულ ბალის მიანიჭოთ, რომელიც ნამდვილი სამოთხეა ახალდაქორწინებულთათვის – თავისი ოქროსფერი სანაპიროებით, ულამაზესი პეიზაჟებითა და გაუვალი ჯუნგლებით. პირველი ადგილი, რომელსაც ჩასვლისთანავე უნდა მიაშუროთ, ნუსა-დუას სანაპიროა, რომელიც სილამაზით ნებისმიერ ადამიანს აჯადოებს. ღვთაებრივ ბუნებასთან ერთად, ბალი გვთავაზობს მის მდიდარ კულტურას, მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და რელიგიურ რიტუალებს ვეზიაროთ, რომელთაც ფეხის ყოველ ნაბიჯზე გადაეყრებით. ეს მისტიკური მიწა მთლიანად დაგიპყრობთ უნიკალური ტრადიციებით, კულტურით, სამზარეულოთი, ბუნებითა და არქიტექტურით. ბალი ნამდვილი სამოთხეა შეყვარებული ადამიანებისთვის...
ვარსკვლავები ეშლი სიმპსონმა და ევან როსმა 2014 წელს
თაფლობისთვე სწორედ ბალიზე, ნუსა-დუას სანაპიროზე გაატარეს.
H
***საუკეთესო პირობებისა და მეტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით „კაპიტან პლუსს“, ტელ.: +995 032 242 40 40 ელექტრონული ფოსტა: captain@captain.ge, ოფიციალური გვერდი Facebook-ზე: Captain Plus.
111

