Page 110 - Demo
P. 110
HONEYMOON
თაფლობისთვე თქვენი ოჯახური ისტორიის პირველ, ყველაზე მნიშვნელოვან „ფურცელზე იწერება“. სწორედ ამიტომ, HELLO! საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს გაგაცნობთ...
110
თაფლობისთვის
საუკეთესო მიმართულებები
ტაილანდი
სამხრეთ აზია
რომანტიკა, სიწყნარე და განმარტოება
ქოქოსის პალმების ხეივნები, საოცარი ბუნება, სიმწვანე და ეგზოტიკა დაგეხმარებათ მოიწყოთ დაუვიწყარი თაფლობისთვე ტაილანდში. აქ შეხვდებით ისეთ სილამაზეს, როგორებიცაა ბრინჯის მინდვრები და ბამბუკის ტყეები. ტაილანდის მთავარი ღირსშესანიშნაობა კი პლაჟები გახლავთ, რომლის გასწვრივ ჩამწკრივებულია კაფე-ბარები, რესტორნები და მაღაზიები. აქ გართობისა და დასვენების უდიდესი არჩევანია: წყლის თხილამურები, აკვალანგები, ვიდსერფინგი, დაივინგი, და ა.შ. შეგიძლიათ ითამაშოთ ჩოგბურთი, ბოულინგი, ბილიარდი, გოლფი, ისეირნოთ ცხენით და სხვ. მხოლოდ ტაილანდში შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიოში უდიდესი ნიანგების ფერმა, გაწვრთნილი სპილოების შოუ, დატკბეთ ნაციონალური ცეკვებით, გაერთოთ აკვაპარკის ატრაქციონებით. ტაილანდი ასევე გამორჩეულია თავისი სამზარეულოთი, რომლის მთავარი ატრიბუტი ცხარე სანელებლები და ბრინჯია. ტაილანდში თქვენი თაფლობისთვე უფრო ფერადი და დაუვიწყარი გახდება!
ვარსკვლავები თაფლობისთვე ტაილანდში GOOD WIFE-ის მსახიობმა – ჯოშ ჩარლზმა გაატარა. წყვილი ტელესერიალის გადაღების გამო, მოგზაურობაში ქორწილიდან 4 თვის შემდეგ გაემგზავრა.
ტექსტი: სალომე შალიკაშვილი. ფოტო: ISTOCK.

