Page 68 - Demo
P. 68
ლეგენდარული ბრენდის დამფუძნებელი, რომელმაც მოდის ინდუსტრია სამუდამოდ შეცვალა, ინსპირაციად დედის – მადელინეს გარდერობს იყენებდა. იმდროინდელი პარიზული ელიტის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ქალბატონის სტილი კრისტიანის უამრავი კოლექციის შთაგონების წყაროდ იქცა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, DIOR-ის HAUTE COUTURE სამოსმა მალევე შეიძინა თაყვანისმცემლების მთელი არმია როგორც ევროპაში, ასევე ოკეანის გადაღმა. პრინცესა მარგარიტა და ელისაბედ ტეილორი, სხვა მაღალი რანგის ქალბატონების მსგავსად, ფრანგული მოდის სახლის ელიტარულ კლიენტებს შორის გახლდნენ.
68
კრისტიან დიორის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, DIOR-ის სათავეში მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა Couture ივ სენ ლორანი მოვიდა. სწორედ მან შექმნა ირანის იმპერატორის მეუღლისთვის საქორწილო კაბა 1959 წელს. ახალგაზრდა დიზაინერის სადებიუტო შოუ ერთ-ერთმა გამოცემამ ასე შეაფასა: „ივ სენ ლორანი ნამდვილი ჟანა დ’არკია, მან საფრანგეთი იხსნა“. პუბლიკისა და კრიტიკოსების მხრიდან ამგვარი შეფასებები ნამდვილად არ გახლდათ გადაჭარბებული — ივ სენ ლორანმა მართლაც მოახდინა რევოლუცია მოდის სამყაროში. სწორედ მის ხელწერასა და ხედვას უნდა ვუმადლოდეთ ტრაპეციის ფორმის კაბებისა და ლაბადების მოდაში შემოტანას.
DIOR AND HOLA!
HELLO!-სა და DIOR-ის თანამშრომლობის ისტორია უამრავ წელს ითვლის. 1944 წელს ესპანეთში გამოცემული ჟურნალი ფრანგული მოდის სახლის ქრონოლოგიას ყოველთვის ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. ივ სენ ლორანის ლეგენდარული კოლექცია – „ტრაპეციაც“, სწორედ HOLA!-ს გარეკანზე აღმოჩნდა.
CHRISTIAN DIOR
1947 – 1957
YVES SAINT LAURENT
1957 – 1960

