Page 70 - Demo
P. 70

იტალიელი დიზაინერის ფრანგული ბრენდის მმართველად დანიშვნას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ჯანფრანკო ფერემ მალე გააქარწყლა ყველა ეჭვი იმის შესახებ, რომ DIOR-ს ღირსეულად ვერ გაუძღვებოდა. 1989 წელს შექმნილი სადებიუტო კოლექციისთვის ფერეს Dé d’Or-ის პრესტიჟული ჯილდო გადაეცა. იტალიელმა დიზაინერმა ძალიან კარგად მოახერხა READY TO WEAR კოლექციების დახვეწა და ახალი საკულტო აქსესუარების შექმნა. სწორედ მას ეკუთვნის LADY DIOR-ის ჩანთაც, რომელიც დღემდე ბრენდის ბესტსელერთა სიაშია. ჯანფრანკო ფერეს უცვლელი მუზა იმ დროისთვის DIOR-ის მოდელი და შემდგომში საფრანგეთის პირველი ლედი –
კარლა ბრუნი გახლდათ.
DIOR AND HOLA!
1990-იანი წლები სუპერმოდელების ეპოქა გახლდათ. ჰელენა კრისტენსენი და კარლა ბრუნი ამ პერიოდში HOLA!-ს გარეკანზე, DIOR-ის COUTURE სამოსში გამოწყობილები ვიხილეთ.
70
DIOR AND HOLA!
ჯონ გალიანოს დახვეწილი სილუეტები და მე-19 საუკუნით ინსპირირებული ფორმები თუ დეტალები მთელი ეპოქისთვის გახდა ინსპირაცია. მისი შექმნილი სამოსი, სხვა წამყვან ჟურნალებთან ერთად, HOLA!-ს გარეკანსაც ხშირად ამშვენებდა.
გალიანო 14 წელი ინარჩუნებდა ყველაზე ექსტრავაგანტური დიზაინერის სტატუსს. მისი შოუები ყოველთვის თეატრალიზებული დადგმებითა და დრამატული განვითარებებით გამოირჩეოდა. წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებიც უფრო პასტელის ფერებსა და დელიკატურ დეტალებზე მუშაობდნენ, გალიანომ ბრენდის კოლექციებში ჭრელი პრინტები და მე-19 საუკუნის სილუეტები შემოიტანა. მის თაყვანისმცემელ ქალბატონთა სიაში, საპატიო ადგილს, სხვებთან ერთად, პრინცესა დიანაც იკავებდა.
JOHN GALLIANO
1997 – 2011
GIANFRANCO FERRÉ
1989 – 1996


































































































   68   69   70   71   72