Page 71 - Demo
P. 71

დიზაინერი, რომელიც DIOR-ის სათავეში მოსვლამდე ავეჯის დამზადებით იყო დაკავებული, მამაკაცებისთვის შექმნილ სამოსის ხაზსაც წარმატებით ხელმძღვანელობდა. ფრანგულ მოდის სახლში აღმოჩენის შემდეგ, რაფმა DIOR-ს
სულ სხვაგვარი – მინიმალისტური და
სექსუალური ელფერი
შესძინა. მისი საფირმო, ფემინური სილუეტების მოტრფიალეებს შორის თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები აღმოჩნდნენ, მათ შორის – ჯენიფერ ლოურენსი და ჯენიფერ ლოპესი.
DIOR AND HOLA!
2010-იან წლებში DIOR- ის კოლექციები განსაკუთრებით ეკლექტური და საინტერესო გახდა. ცხადია, რაფის შექმნილი სამოსი HOLA!-ს ყურადღების მიღმა არც ამჯერად დარჩენილა.
მილანელი მაესტრო DIOR-ში წარ- მოშობით გიბრალტარელმა დიზა- ინერმა – ჯონ გალიანომ ჩაანაცვლა. მკაცრად ფრანგული სტილისა და რე- პუტაციის მქონე ბრენდის სათავეში, კიდევ ერთი უცხოელის მოსვლას მო- დის სახლის ხელმძღვანელობა სპე- ციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნეს, რომ ნიჭსა და კრე- ატიულობას ეროვნული იდენტობა არ გააჩნია. გალიანოს ჩვენებები ყოველ- თვის პომპეზური და თეატრალიზებული გახლდათ, განსხვავებით მისი შემდ- გომი ხელმძღვანელისა – DIOR-ის რი-
გით მეექვსე კრეატიულმა ხელმძღ- ვანელმა, ბელგიელმა რაფ სიმონსმა ბრენდის ხელწერა უფრო მინიმა- ლისტური გახადა.
დღეს, ლეგენდადქცეულ მოდის სახ- ლს სათავეში პირველად უდგას ქალი. მარია გრაცია ქიური ძლიერი ფემი- ნისტური მესიჯებით გაჯერებულ კო- ლექციებს ქმნის. მოდის მოყვარულებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ DIOR-ის არ- სებობის რიგით მერვე ათწლეული წი- ნამორბედებზე არანაკლებ საინ- H ტერესო იქნება.
მარია გრაცია ქიური DIOR-ის ისტორიაში პირველი ქალი გახლავთ კრეატიული ხელმძღვანელის პოსტზე. ბრენდს, რომელმაც მსოფლიოში სახელი ფემინური სილუეტებით გაითქვა, ამჯერადაც ქალი მართავს. იტალიელი დიზაინერი, რომელიც აქამდე VALENTINO-ში საქმიანობდა, საქმეს პირველივე სეზონიდან სერიოზულად მოეკიდა. სწორედ ქიურიმ შექმნა მაისურები საკმაოდ თამამი ფემინისტური სლოგანებით. მანვე მოგვიწოდა შიშველ სხეულზე გამჭვირვალე კაბების ტარებისკენ. ქიურის დამსახურებით,
DIOR-ი უფრო თანამედ-
როვე და სექსუალურ
ბრენდად იქცა,
რომელსაც ყოველ
ჯერზე გამოსდის
საზოგადოების
გაოცება.
71
RAF SIMONS
2012 – 2015
MARIA GRAZIA CHIURI
2016 onwards
ტექსტი: MULENGA HORNSBY. ფოტო: GETTY IMAGES.


































































































   69   70   71   72   73