Page 69 - Demo
P. 69
დიზაინერი, რომელიც ბრენდს 3 ათწლეულის მანძილზე ხელმძღვანელობდა, თანაბარი ოსტატობით ზრუნავდა HAUTE COUTURE სამოსის შექმნასა და მაღალი რანგის ქალბატონების გარდერობის გამდიდრებაზე. მისი ერთ- ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კოლექციის ინსპირაცია 1965 წელს გადაღებული ლეგენდარული ფილმი — „ექიმი ჟივაგო“ გახდა. ბოანი ხშირად ზრუნავდა სოფი ლორენის სასცენო გარდერობზეც. ის ასევე გახლდათ გრეის კელის საყვარელი დიზაინერი. მარკ ბოანმა სხვადასხვა დროს საქორწილო კაბები შვედეთ დედოფალ სილვიასა და მონაკოს პრინცესა კაროლინასთვისაც შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, უპირატესობას ამერიკელ დიზაინერებს ანიჭებდა, ჟაკლინ კენედის მაინც ხედავდნენ საზოგადოებაში ბოანის შექმნილი სამოსით.
ის
DIOR AND HOLA!
1980-იანი წლების ლეგენდადქცეული ფილმის, „ცისფერი ლაგუნას“ მთავარმა გმირმა – ბრუკ შილდსმა HOLA!-ს გარეკანი 1985 წელს დაამშვენა. ახალგაზრდა მსახიობი სწორედ DIOR-ის სამოსში გახლდათ გამოწყობილი.
DIOR-ის კონცეფცია ყოველთვის გულისხმობდა კლასიკური სილუეტებისა და თანამედროვე ელემენტების სინთეზს
დაუჯერებელია, მაგრამ კრისტიან დიორი მოდის სახლს სულ რაღაც 10 წელი მართავ- და, თუმცა მარტივად მოახერხა მთელი ეპო- ქა შეექმნა. მისი გარდაცვალების შემდეგ პოსტი 21 წლის ივ სენ ლორანმა დაიკავა და ღირსეულად განაგრძო კრისტიანის მიერ არჩეული გზა. 1960-იანი წლების ლეგენდა- რულმა დიზაინერმა DIOR-ი სულ სხვა სიმაღ- ლეზე აიყვანა, შესძინა უფრო მეტი ავანგარ- დულობა და ექსცენტრიკულობა.
წინამორბედის მსგავსად, ლეგენდარული აღმოჩნდა მარკ ბოანის შექმნილი კოლექ- ციებიც. DIOR-ის ისტორიაში კრეატიული ხელმძღვანელის პოსტს ყველაზე დიდი
დროით სწორედ ეს დიზაინერი იკავებდა. განათლებით არქიტექტორი ბოანი ბრენდს 30 წლის განმავლობაში უძღვებოდა.
გვიან 1980-იან წლებში, DIOR-ში საკადრო ცვლილებებმა უპრეცედენტო სახე მი- იღო – ბრენდის მმართველობა პირველად გადაიბარა უცხოელმა დიზაინერმა. ჯან- ფრანკო ფერემ განსაკუთრებული წვლი- ლი READY TO WEAR კოლექციებისა და აქსესუარების ხაზის დახვეწაში შეიტანა. სწორედ მას ეკუთვნის ლეგენდარული ჩანთის, ვარსკვლავების უცვლელი MUST- HAVE-ის — LADY DIOR-ის შექმნის იდეაც.
69
MARC BOHAN
1960 – 1989
s

