Page 2 - booklet (yvela gonisdzieba)
P. 2
ქალთა საბჭოს ისტორია
მეგობრებო გვსურს მოგაწოდოთ ქალთა პირველი მასობრივი
საზოგადოებრივი ორგანიზაციის, საქართველოს ქალთა საბჭოს, გასული
ასწლეულში მოღვაწეობის ისტორია და მოკლე წარმოდგენა შევქნათ
დაინტერესებულთათვის თუ რა გზა განვლო ქალთა საბჭომ და რა როლი
შეასრულა ქალების ფართო საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოყვანაში. 3
საქართველოს ქალთა საბჭოს უმთავრესი ამოცანაა ხელი შეუწყონ
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ქალის როლისა და აქტიურობის
ამაღლებას. ამ დიდ სახელმწიფოებრივ საქმეში ვცდილობთ ქალთა
საბჭომ თავისი სიტყვა თქვას
საქართველოს ქალთა საბჭო ავტორიტეტური, ბევრი კარგი
საქმის ინიციატორი და ცხოვრებაში რეალურად გამტარებელი,
სახელოვანი არასამთავრობო ორგანიზაციაა. მან თავისი არსებობის
მრავალათეულიანი წლები სახელოვნად განვლო და ღირსეული
ფურცლები ჩაწერა ჩვენი ერის მატიანეში, რომლის შესავსებად საამაყო
ქალთა ფასდაუდებელი შრომა და ამაგია ჩადებული.
საქართველოს ქალები დასაბამიდან მხნედ, მამაცურად,
უპრეტენზიოდ ქმნიდნენ და ქმნიან ისტორიას, სიცოცხლეს აგრძელებენ,
დანგრეულს აშენებენ, ენას კულტურას ინახავენ, დიდ პასუხისმგებლობას
კისრულობენ მომავალი თაობის წინაშე.
XX საუკუნის 20–იან წლებში საქართველოში, მართალია
სახელმწიფომ ქალი კანონით გაათანაბრა მამაკაცთან და მიანიჭა
მას თანაბარი უფლებები, მაგრამ მთლიანად საქართვლეოში და მათ
შორის აჭარაში აუცილებელი გახადა ქალთა პირველი მასობრივი
ორგანიზაციების, ქალთა კომიტეტების და ქალთა კლუბების შექმნა,
რომელიც სპეციალური ცირკულარი №23–ის საფუძველზე შეიქმნა,
მთელს საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ყველა საბჭოთა
დაწესებულებას ქალთა მოძრაობის პირველი ცენტრალური მასობრივი
ორგანიზაციის – ქალთა კომიტეტების დაარსებას აუწყებდა (კომიტეტი
იყო კავშირი, ქალთა განყოფილების მშრომელ მასებთან და ქალთა
უფლებების დაცვის საქმეში) აღნიშნულმა კომიტეტებმა საქართველოში,
მათ შორის აჭარაში აქტიურობა მიიღო.