Page 25 - tmp_Neat
P. 25
თავი 3
იმ დღეს, როდესაც ბოლოსდაბოლოს ინტერნეტი ჩამერთო, თავს ისე
კარგად ვგრძნობდი, თითქოს ყველაზე მომხიბვლელი ბიჭი ჩემი
საჯდომით აღტაცებულიყო და ჩემთვის ტელეფონის ნომერი ეკითხა.
ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. რადგან ეს დღე შემთხვევით
ოთხშაბათი იყო, ჩემი ბლოგისთვის სწრაფად ჩანაწერი გავაკეთე,
რომელშიც წარვადგენდი, ახალ ახალგაზრდულ რომანს, რომელიც
ერთ ტიპს სასიკვდილო მისიებით ეხებოდა. _ეს ყოველთვის
ამართლებდა_ შემდეგ მოვიხადე ბოდიში, ამდენი ხნის
არგამოცხადებისთვის, რეაგირება მოვახდინე კომენტარებზე და
გადავამოწმე რამდენიმე ჩემი საყვარელი ბლოგი. ეს სახლში
დაბრუნებას ჰგავდა.
<< ქეითი?>> კიბის ბოლოდან დედამ დამიძახა. << შენი მეგობარი დიი
მოვიდა.>>
<<მოვდივარ.>> მივაძახე, ჩემი ლეპტოპი დავხურე და კიბეზე ჩავხტი.
ცოტა ხნის მერე მე და დიი უკვე სამშენებლო მაღაზიის გზაზე ვიყავით,
რომელიც რა თქმა უნდა სულაც არ იყო ფუ_ლენდის მახლობლად,
როგორც ეს დეიმონმა თქვა. კიდევ კარგი იშოვებოდა იქ ყველაფერი რაც
მე მჭირდებოდა, იმისთვის რომ ის უშნო ყვავილების ბაღი წინა ეზოში,
მომეწესრიგებინა.
სახლში დაბრუნებულებმა გაერთიანებული ძალებით გადმოვალა-
გეთ საბარგულიდან ტომრები. მიწით სავსე ტომრები საოცრად მძიმე
იყო და როდესაც მათ გადმოტვირთვას მოვრჩით, ოფლი წურწურით
ჩამოგვდიოდა.
<<გინდა რამე დალიო, სანამ ამათ ბაღამდე მივათრევთ?>> შევთავაზე,
რადგანაც მე თვითონ ყველაფერი მტკიოდა.
მან ხელები გაიფერთხა და თავი დამიქნია. <<მე მართლა უნდა
დავიწყო სიმძიმეების წევა. ამ ტომრების თრევამ გამათავა.>>
სახლში შევედით და მაცივრიდან ცივი ჩაი გამოვიღეთ. << გამახსენე,
რომ ფიტნესსტუდიაში ჩავეწერო.>> გავეხუმრე და ჩემი დაქანცული
მკლავები დავჭიმე.

