Page 21 - tmp_Neat
P. 21

<<კი,  ეს  გასაკვირია.>>  მან  მუხლები  მოიკეცა  და  მკლავებით

               შემოეხვია.  <<ის  ისე  ბევრას  ჭამს,  რომ  კვირაში  ორ_სამჯერ  გვიწევს
               საყიდლებზე  წასვლა.>>  მერე  მე  შემომხედა  ნახევრად  ხალისიანი  და

               ნახევრად  ბოდიშის  მომხდელი  მზერით.  <<ისე  მეც  ბევრის  ჭამა
               შემიძლა. მგონი ჯობია ამაზე არა ვიჭორავო.>>


                    ისე  ძლიერ  შემშურდა,  რომ  ლამის  მეტკინა.  მე  არ  ვიყავი  ასეთი
               სწრაფი  ნივთიერებათა  ცვლით  დალოცვილი.  ამას  ჩემი  თეძოები  და

               ჩემი  საჯდომი  საუკეთესოდ  წარმოაჩენდნენ.  მე  არ  ვიყავი  ზედმეტი
               წონის,      მაგრამ       ისეთი,      რასაც      დედაჩემი         ,,მრგვალფორმანად“

               ახასიათებდა. ამ სიტყვას, როგორ ვერ ვიტანდი. <<ეს სამართლიანობა
               არ არის. მე როგორც კი ერთ შეფუთვა ჩიფსს შევჭამ, მაშინვე ორ კილოს

               ვიმატებ.>>

                    <<ჩვენ  ამაში  ბედი  გვაქვს.>>  უეცრად  მისი  ფართე  ღიმილი

               ნაძალადევს  გავდა.  <<სულ  ერთია.  შენ  აუცილებლად  ფლორიდის
               შესახებ უნდა მომიყვე. იქ ჯერ არასდროს ვყოფილვარ.>>


                    ვერანდის  მოაჯირზე  ჩამოვჯექი.  <<უბრალოდ  წარმოიდგინე
               უსასრულოდ             ერთმანეთზე           ჩამწკრივებული             მაღაზიები         და

               ავტოსადგომები.  ხო,  და  კიდევ  პლაჟები.  ისე  პლაჟები  მართლაც
               ღირსეულია.>>  მე  მიყვარდა  მზის  სითბო  კანზე,  როდესაც  ფეხის

               თითებს სველ ქვიშაში ვფლობდი.

                    <<უაუ.>>  თქვა  დიიმ  და  ცოტა  ხნით  გვერდზე  გაიხედა,  თითქოს

               ვინმეს ელოდა. <<უდავოდ არ არის შენთვის იოლი, აქაურობის შეგუება.
               სადღაც  ყველაფრის  თავიდან  დაწყება  მართლაც...  ძნელია,  როდესაც
               ვინმე ჩვეულ გარემოებას გამოეგლიჯება.>>


                    მხრები ავიჩეჩე. << არ ვიცი, ასეთი საშინელიც არაა.. რა თქმა უნდა,
               როდესაც  ამის  შესახებ  გავიგე,  პირველი  ჩემი  გაფიქრება  იყო,  ეს

               შეუძლებელია სიმართლე იყოსმეთქი, მანამდე ისიც კი არ ვიცოდი, ეს

               ადგილი საერთოდ თუ არსებობდა.>>

                    დიის  გაეცინა.  <<  ხო,  ეს  ბევრს  მოსდის  ასე.  ჩვენც  ასეთივე  შოკში

               ვიყავით, როდესაც აქ მოვედით.>>

                    << ახ, თქვენც არ ხართ აქედან?>>
   16   17   18   19   20   21   22   23   24   25   26