Page 17 - tmp_Neat
P. 17
<<ო, კი,>> გამეცინა. <<მეც სიამოვნებით მინდოდა მისი გალაწუნე-
ბა.>>
<< წარმოიდგინე, როგორია, როცა ერთადერთი გოგო ხარ მთელ
შემოგარენში და შენი დროის უმეტესი ნაწილი შენს ნერვების ამშლელ
ძმასთან უნდა გაატარო.>> მან უკან მიიხედა და მისი ლამაზი წარბები
შეიკრა.
მის მზერას თვალი გავაყოლე. იმ პატარა ბიჭუნას ახლა ორივე ხელში
თითო კოლოფი რძე ეჭირა, რამაც გამახსენა, რომ რძე მეც მჭირდებოდა.
<<ახლავე დავბრუნდები.>> ვთქვი და მაცივრებისკენ წავედი.
იმ წუთშივე ბავშვის დედამ კუთხეში შემოუხვია და დაიღრიალა:
<<ტიმოთი რობერთს, ახლავე დააბრუნე ესენი! რა გგონია შენ_?>>
პატარამ ენა გამოუყო. ბავშვების ლაივში ნახვა, იყო აქამდე
საუკეთესო თერაპია იმისთვის, რომ აბსტინენტურად გეცხოვრა. ისე მე
ეს ამისთვის ნამდვილად არ მჭირდებოდა. რძით ხელში დიისთან
დავბრუნდი, რომელიც იატაკს მიშტერებოდა. ის ისე მჭიდროდ იყო
მისი ურიკის სახელურს ჩაბღაუჭებული, რომ თითებიდან ძვლები
თეთრად მოუჩანდა.
<<ტიმოთი, ახლავე მოდი აქ!>> დედამ მოკიდა მას ხელი მის პუტკუნა
მკლავზე. ამ დროს მისი თმის კონიდან რამდენიმე ღერი თმა ჩამოეშალა.
<<რა გითხარი მე შენ?>> წაუსისინა. <<ამათგან თავი შორს დაიჭირე.>>
ამათგან? თვალი გავაყოლე გასავლელს. იქ მხოლოდ დიი იდგა... და
მე. გაკვირვებულმა ისევ იმ ქალს შევხედე და შეძრწუნებით აღვიქვი მის
თვალებში ზიზღი, სასტიკი სიძულვილი, მაგრამ ამის მიღმა, რაზეც
მისი მოკანკალე ტუჩები მიუნიშნებდნენ იმალებოდა მხოლოდ
სრულყოფილი შიში.
შეუდრეკად მისჩერებოდა ის დიის.
მერე ჩაჭიდა მან მის არასიმპათიურ ბიჭუნას ხელი და სწრაფად
გაგვეცალა. მისი ურიკა კი შუაგულ გასავლელში დატოვა.
დიის მივმრთე. <<ეს რა იყო?>>
დიიმ გაიღიმა, მაგრამ ეს იყო ცივი ღიმილი. <<პატარა ქალაქი.
აქაურები ხანდახან უცნაურები არიან. ამას ყურადღებას ნუ მიაქცევ. შენ

