Page 14 - tmp_Neat
P. 14
თავი 2
მთელი გზა პიტერსბურგამდე დამჭირდა იმისთვის, რომ
დავწყნარებულიყავი. ისევ დუღდა ჩემში სიბრაზის და სირცხვილის
ნაზავი. რა იყო ბოლოსდაბოლოს მისი პრობლემა?! ყოველთვის მეგონა,
რომ პატარა ქალაქებში ხალხი უფრო კეთილგანწყობილი იყო და ისე არ
იქცეოდა, როგორც პირადად სატანა.
მთავარი ქუჩა მალე ვიპოვე და ის მართლა „მთავარ ქუჩას“ ჰგავდა. აქ
ბიბლიოთეკაც კი იყო, და დავგეგმე ბიბლიოთეკის საშვი გამეკეთებინა.
სურსათის მაღაზიაში არჩევანი შეზღუდული იყო. ფუდლენდი,
რომელსაც სინამდვილეში ფუ-ლენდი ერქვა, რადგანაც ერთი ასო
აკლდა, იყო მართლაც იქ სადაც იმ იდიოტმა მიმასწავლა.
ფანჯარაში ერთი დაკარგული პიროვნების სურათი იყო გამოკრული.
კერძოდ ჩემი ასაკის გოგოსი, გრძელი მუქი თმებით და მხიარული
თვალებით. როგორც ქვემოთ მიწერილი ტექსტი მიუთითებდა, ის ერთ
წელიწადზე მეტი არავის ენახა. მპოვნელისთვის ჯილდოც იყო
გამოყოფილი, მაგრამ რადგან ის უკვე ამდენი ხნის დაკარგული იყო,
ვეჭვობდი, რომ ამ ჯილდოს ოდესმე ვინმე აიღებდა. უცაბედად
დავსევდიანდი და შიგნით შევედი.
მე ყოველთვის ჩქარა ვყიდულობდი. უმიზნოდ დახლებს შორის
სიარული, დროის დაკარგვად მიმაჩნდა. როდესაც უამრავ რამეს ჩემს
სავაჭრო ურიკაში ვყრიდი, მივხვდი. რომ იმაზე მეტი უნდა მეყიდა,
ვიდრე მეგონა, რადგან სახლში აუცილებელი რაღაცეებიც კი არ
გვქონდა. დიდი ხანი არ დასჭირვებია იქამდე სანამ ურიკა ბოლომდე
გაივსებოდა.
<<ქეითი?>>
ერთი გოგოს თავაზიანმა ხმამ ფიქრებიდან გამომიყვანა და ისე
ძლიერ შემაკრთო, რომ კვერცხების კოლოფი ძირს დამივარდა.
<<ჯანდაბა.>>
<<ვაი! ბოდიში! შეგაშეინე. ყოველთვის ასე მემართება.>> ერთმა
მდედრობითი სქესის პიროვნებამ, გარუჯული მკლავებით, ჩემი
ძირსდაგდებული კოლოფი ხელში აიღო და ისევ თაროზე შემოდო, მერე
მისი თხელი ხელებით ახალი კოლოფი მომაწოდა.

