Page 10 - tmp_Neat
P. 10
სული მოვითქვი და უკან დავიხიე. სახე სირცხვილისგან
გამიცხელდა და გამიწითლდა.
ტიპმა მეორე ხელი აწია და შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაიწია, თან
ცოტა ხნით ჩემს მხრებს უკან და მერე ისევ ჩემსკენ გამოიხედა. << ერთი,
ორ...>>
სანამ ჩემი ხმა ისევ ვიპოვე, მერჩივნა მოვმკვარიყავი. <<მე... მე
მინდოდა მეკითხა... თუ შეგიძლია მითხრა სუპერმარკეტი სად არის? მე
ქეითი მქვია და ახლახანს გვერდით გადმოვედით,>> ჩვენი სახლისკენ
მივუნიშნე, სანამ ისევ შტერულად გავაგრძელებდი. <<ორი დღის წინ_>>
<<ვიცი.>>
ოოოქეეეი, <<კარგი, იმედი მქონდა, რომ აქ სუპერმარკეტის მოკლე
გზას გავიგებდი და იქნებ იმასაც, თუ სად არის ის მაღაზია, სადაც
მცენარეებს ყიდიან.>>
<<მცენარეებს?>>
ეს თითქოს კითხვას არ ჰგავდა, მაგრამ მაინც დავუწყე ახსნა: <<ხო,
ჩვენ სახლის წინ ერთი ბაღი გვაქვს_>>
ის კი არ მპასუხობდა, არამედ დამცინავად აწია ცალი წარბი << აჰა>>
ამასობაში მე უკვე ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ ეს სიტუაცია
ჩემთვის უკვე სახუმარო აღარ იყო: << მცენარეები მჭირდება_ >>
<<რომელიღაც ბაღისთვის, ეს უკვე გავიგე.>> თეძოებით კარებს
მიეყრდნო და მკლავები მკერდზე გადაიჯვარედინა. მის მწვანე
თვალებში რაღაცამ გაიელვა. სიბრაზემ არა, ეს იყო, რაღაც სხვა.
ღრმად ჩავისუნთქე. ეს იდიოტი თუ სიტყვას ისევ გამაწყვეტი-
ნებდა... როდესაც ისევ თავიდან დავიწყე, მიიღო ჩემმა ხმამ ზუსტად ის
ტონი, რომელითაც დედაჩემი ყოველთვის მაშინ მეჩხუბებოდა,
როდესაც პოტენციურად საშიში საგნებით ვთამაშობდი. << მე მინდოდა
გამეგო, თუ სად ვიპოვიდი იმ მაღაზიებს, სადაც სურსათი და
მცენარეები იშოვება.>>
<< შენ გააცნობიერე უკვე, რომ ჩვენ ისეთ ადგილას ვიმყოფებით,
სადაც მხოლოდ ერთი შუქნიშანია, თუ არა?>> ამის თქმის დროს,
წარბები თითქმის თმის ძირამდე აეწია, თითქოს თავის თავს

