Page 5 - tmp_Neat
P. 5
ის შემოტრიალდა და ხელი დამიქნია, თან ის ხელი, რომელშიც
საჭმლის მოსარევი კოვზი ეჭირა და ნახევრად უმი კვერცხი ამის გამო
ღუმელზე გადმოისხა. <<დილა მშვიდობისა, ჩემო ძვირფასო.>>
ვუყურებდი ამ ქაოსს და ვფიქრობდი, როგორ მომეცილებინა ის ამ
ყველაფრისთვის ისე, რომ თავი შეურაცხყოფილად არ ეგრძნო. იმას
მაინც ხომ ცდილობდა მოქცეულიყო ისე, როგორც ,,ნამდვილი დედა“
და ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. <<შენ ადრე
დაბრუნდი.>>
<<გუშინ საღამოს შემდეგ ორ განრიგში ვიმუშავე და ახლა
ოთხშაბათიდან შაბათამდე 23_დან 9 საათამდე ვარ მორიგე. ეს იმას
ნიშნავს, რომ სამი დღე თავისუფალი მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ან აქ
პატარა კლინიკაში ან სადმე ახლოში თუნდაც ვინჩესტერში დამა _
ტებით ვიმუშავო.>> მან გადაანაწილა დამწვარი კვერცხი ორ თეფშზე და
ერთერთი ცხვირწინ დამიდო.
ჰმმ, რა გემრიელია... ჩარევა უკვე გვიანი იყო, ამიტომაც ავიღე
ყუთი, რომელიც ჩემს მოპირდაპირედ სამზარეოლოს დახლზე იდო და,
რომელზეც ,,დანა_ჩანგალი და ა.შ.“ ეწერა.
<<ხომ იცი, როგორ ვერ ვიტან, როცა საქმე არ მაქვს, ამიტომაც იქ
გავიკითხავ.>>
ხო, ეგ კი ვიცოდი.
მშობლების უმეტესობა ალბათ მკლავს უფრო სიამოვნებით
მოიჭრიდა, ვიდრე საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილი
სისტემატურად სახლში მარტო დაეტოვებინათ, მაგრამ დედაჩემი არა.
ის მე მენდობოდა, რადგან მე ამის საწინააღმდეგო მიზეზი არ მიმიცია.
მართალია ეს სიტუაცია ხანდახან კი გამომიყენებია, მაგრამ სიმართლე
რომ ვთქვა, იშვიათად.
მე ვიყავი რაღაცნაირად მოსაწყენი.
ჩემს ძველ ჯგუფში, ფლორიდაში, მართალია ძალიან დამჯერად არ
ვითვლებოდი, მაგრამ გაკვეთილებს არ ვაცდენდი, ნიშნებიც კარგი
მქონდა და მთლიანობაში საკმაოდ საიმედო ვიყავი. იმიტომ კი არა, რომ
მეშინოდა ველური და უპასუხისმგებლო ვყოფილიყავი, უბრალოდ არ

