Page 6 - tmp_Neat
P. 6
მინდონა დედა კიდევ უფრო გამენერვიულებინა. ეს ჯერ მაშინ არ
მინდოდა...
ორი ჭიქა ავიღე და ფორთოხლის წვენით გავავსე, რომელიც დედამ
ალბათ სახლში დაბრუნებისას იყიდა. <<წავიდე დღეს საყიდლებზე?
სახლში საჭმელი აღარაფერი გვაქვს.>>
მან თავი დამიქნია და კვერცხით სავსე პირით მითხრა: <<შენ
მართლაც ყველაფერზე ფიქრობ. თუ მოახერხე სუპერმარკეტში წასვლა,
მართლაც კარგი იქნება. >> აიღო თავისი საფულე, რომელიც მაგიდაზე
იდო და რამდენიმე კუპიური ამოიღო. << ეს საკმარისი უნდა იყოს.>>
არც დამიხედავს რამდენი იყო ისე ჩავიდე ფული ჯინსის ჯიბეში.
ის ყოველთვის ზედმეტს მაძლევდა. << მადლობა.>> ჩავილუღლუღე
დედა უეცრად, გაბრწყინებული თვალებით წინ გადმოიხარა. << ხო
მართლა... დღეს დილით რაღაც ძალიან საინტერესო რამ ვნახე.>>
არა რა, ეს კარგის ნიშანი არ იყო. თავს ღიმილი დავაძალე. <<რა აბა?“
<< შეამჩნიე უკვე, რომ ჩვენს გვერდით ორი შენი ასაკის ახალგაზრდა
ცხოვრობს?>>
მაშინვე აწია თავი ჩემმა შინაგანმა დამცველმა ძაღლმა.<<მართლა?>>
<<შენ რა ჯერ გარეთ არ ყოფილხარ ?>> ისიც იღიმოდა. <<მე კი
შემეძლო დავნიზლავებულიყავი იმაზე, რომ შენ ეგრევე ჩვენს საშინელ
ყვავილების ბაღს გააფარჩაკებდი.>>
<< ამას კი ვაპირებ, მაგრამ ყუთები თავისთვის არ ამოლაგდებიან.>>
ირონიულად შევხედე მას. მე მიყვარდა ეს ქალი, მაგრამ შეიძლება ეს
დეტალი ისევ და ისევ დაგავიწყდეს? <<სულ ერთია. რისი თქმა
გინდოდა მეზობლებზე ? >>
<< ესეიგი, ეს არის ერთი გოგო, დაახლოებით შენი ასაკის უნდა იყოს
და კიდევ ერთი ბიჭი. >> მაგიდიდან ადგა და თან ყურებამდე იღიმოდა.
<<ბიჭი მართლაც ძალიან სექსუალურია. >>
ერთი პატარა ლუკმა კვერცხი ყელში გამეჩხირა. დედაჩემისგან ჩემი
ასაკის ბიჭზე ასეთი სიტყვების მოსმენა შეუძლებელი იყო.
<<სექსუალური ? დე, შენგან ეს უბრალოდ უცნაურად ჟღერს. >>

