Page 7 - tmp_Neat
P. 7
დედამ სკამი ისევ მაგიდას მიუდგა, თავისი თეფში აიღო და
ონკანთან მივიდა. <<მე მართალია დავბერდი, მაგრამ ჩემი თვალები
კიდევ კარგად ფუნქციონირებენ. ყოველშემთხვევაში წეღან. >>
გული შემეკუმშა. ის ყველაფერს კიდევ უფრო ამწვავებდა. << შენ რა
ამ ბოლო ხანებში ახალგაზრდა სისხლი მოგწონს? საშუალო ასაკის
კრიზისი ხომ არ დაგეწყო და მე ამაზე უნდა ვინერვიულო? >>
მან თავისი თეფშის რეცხვა დაიწყო და მისი მხრების ზემოდან
გადმომხედა. <<ქეითი, იმედია ცოტას მაინც მოინდომებ და მათთან
გადახვალ. მგონია, რომ კარგი იქნება შენთვის სკოლის დაწყებამდე
რამდენიმე ახალი ადამიანის გაცნობა.>> ცოტა ხნით შეჩერდა,რომ
დაემთქნარებინა. <<მათ შეუძლიათ აქ ყველაფერი დაგათვალიერები-
ნონ.>>
არ მინდოდა მეფიქრა სკოლის პირველ დღეზე, როდესაც მე ,,ახალი
მოსწავლე“ ვიქნებოდი. სწრაფად გადავყარე შემწვარი კვერცხის
ნარჩენები ნაგავში. <<კი, კარგი იქნებოდა, მაგრამ არ მინდა მათთან
კარზე დავაკაკუნო და ვეხვეწო, რომ დამიმეგობრდნენ.>>
<< შენ არ უნდა ეხვეწო. ჩაიცვი ერთი ლამაზი კაბა, ფლორიდაში რომ
იცმევდი ხოლმე ისეთი და არა ეს რაღაცა, >> მაისურზე გამომქაჩა. <<და
თავისდაუნებურად მოახდენ მათზე შთაბეჭდილებას.>>
ჩემს მაისურზე ეწერა ,, ჩემი ბლოგი სჯობია შენს ვლოგს“ რა იყო
ამაში ცუდი.
<< იქნებ ჯობია საცვლებით გამოვეცხადო ? >>
მან ჩაფიქრებულად მოიკიდა ნიკაბზე ხელი. <<ეს მგონი უფრო მეტ
შთაბეჭდილებას მოახდენს.>>
<<დე,>> ვთქვი სიცილით <<შენ ახლა წესით უნდა მიყვიროდე და
მეჩხუბებოდე, რომ ეს კარგი იდეა არ არის. >>
<<ჩემო ძვირფსო, მე არ მგონია შენ ოდესმე ასეთი სისულელე
ჩაიდინო. მაგრამ სერიოზულად გეუბნები, ცოტა მოინდომე.>>
მე არ ვიყავი დარწმუნებული, მისი აზრით როგორ უნდა
,,მომენდომებინა“
მან ისევ დაამთქნარა. << მე წავალ ახლა გამოვიძინებ.>>

