Page 12 - tmp_Neat
P. 12
დიდ დახმარებას მიწევდა. << სუპერ-მარკრტი _ ფუდლენდი_ არის შუა
ქალაქში, გვერდს ვერ აუვლი. ისე შენ შეიძლება კი. გვერდით არის
მგონი ერთი სამშენებლიო მაღაზია. მათ ისეთი რაღაცეები, რაც მიწაში
ჩადის, უნდა ჰქონდეთ.>>
<<მადლობა,>> ჩავიბურდღუნე და თან ჩუმად დავამატე,
<<იდიოტო.>>
მან გადაიხარხარა. <<ეგეთი რამ არ შეეფერება ახალგაზრდა
ქალბატონს, ქითი_ქეთ.>>
მაშინვე შემოვბრუნდი. <<ასე აღარასდროს აღარ დამიძახო.>>
ვუყვირე.
<< ეს ხომ იმაზე უფრო თავაზიანია, ვიდრე ვინმეს იდიოტი უწოდო,
თუ არა?>> კარიდან ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა. <<დიდი მადლობა ამ
შთამაგონებელი სტუმრობისთვის. ამით კიდევ დიდხანს ვიარსებებ.>>
ეს უკვე საკმარისზე მეტი იყო. <<იცი რა? შენ მართალი ხარ. როგორ
შემეძლო მეწოდებინა შენთვის იდიოტი. იდიოტი ძალიან თბილი
სიტყვაა შენთვის.>> ლამის ვსისინებდი და თან ტკბილი ღიმილით
დავამატე. << შენ ხარ აბსოლუტური იდიოტი.>>
<<აბსოლუტური იდიოტი?>> გაიმეორა. << რა შარმანტულია.>>
მე მას შუათითი ვაჩვენე.
მან ისევ გაიცინა და ოდნავ თავი დამიხარა, ამ დროს მისი ველური
თმები სახეზე ჩამოეყარა, ისე რომ მის ნათელ მწვანე თვალებს ვეღარ
ვხედავდი. <<ძალიან ცივილიზებულია, ფისო. დარწმუნებული ვარ,
რომ შენ ჩემთვის კიდევ მრავალი დამამცირებელი სახელი და
გესტიკულაცია გაქვს, მაგრამ ისინი მე არ მაინტერესებს.>>
მე კიდევ ბევრი რამის თქმაც და გაკეთებაც მინდოდა, მაგრამ
მოვფხიკე ჩემი ღირსების ნარჩენები, ქუსლებზე შევტრიალდი და
გავექანე უკან ჩვენი სახლისკენ, ისე რომ მისთვის არ დამენახებინა, თუ
როგორი გაბრაზებული ვიყავი. წარსულში კონფრონტაციებს
ყოველთვის ვერიდებოდი, მაგრამ ამ ტიპმა ჭკუიდან ისე გადამიყვანა,
როგორც ჯერ სხვა არავინმა. ჩემს მანქანას მივაღწიე და კარი ლამის
გამოვგლიჯე.

