Page 16 - tmp_Neat
P. 16
ცნობისმოყვარედ მიყურებდა დიი მისი ნათელი მწვანე თვალებით.
<<ისე შენ სულ არ გამოიყურები ისე, როგორც მან დაგახასიათა, მაგრამ
არა უშავს, ისედაც ვიცოდი, რომ ეს შენ იყავი. თითქმის შეუძლებელია
აქ ყველას არ იცნობდე.>>
თვალი გამექცა მოთხუპნული ბავშვისკენ, რომელიც ახლა პურის
თაროზე ძვრებოდა. <<მგონი შენს ძმას არ მოვწონვარ.>>
დიიმ შუბლი შეიჭმუხნა. << რა?>>
<<შენს ძმას _ მგონია, რომ არ მოვწონვარ.>> ისევ ურიკისკენ
მივბრუნდი და შეფუთული ხორცის კოლოფს დავუწყე თამაში. <<ის
არც თუ ისე სიამოვნებით... დამეხმარა.>>
<<უი, არა,>> მიპასუხა და გაიცინა. მე მას გაკვირვებული
ვუყურებდი. << ვწუხვარ. ჩემი ძმა საკმაოდ უხასიათოა. >>
რას ამბობ << დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე
უბრალო უხასიათობა.>>
მან თავი გააქნია. <<მას უბრალოდ ცუდი დღე ქონდა. მაშინ ასეთი
უჟმურია ხოლმე, დამიჯერე. მას შენი საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
კვირის ყველა იმ დღეს, რომელიც ი_ზე მთავრდება, მას მეც
სიამოვნებით მოვკლავდი. დეიმონი უხეშ კანში იფარება. მას უბრალოდ
პრობლემა აქვს...ხალხთან.>>
მშრალად გავიცინე. <<შენ ეგა თქვი.>>
<<ყოველშემთხვევაში მე ძალიან გამეხარდა შენთან შეხვედრა!>>
თქვა და ისევ შეცვალა სალაპარაკო თემა. <<დარწმუნებული არ ვიყავი,
თუ შეგაწუხებდით, რომ თქვენთან გადმოვსულიყავი, როდესაც თქვენ
ჯერ კიდევ შეგუების პროცესში ხართ.>>
<< არა, არ შეგვაწუხებდი.>> მიჭირდა საუბრისთვის ყურის დევნება,
რადგან ის ისე სწრაფად ცვლიდა საუბრის თემას, რომ მას უეჭველი
,,რიტალინი“ სჭირდებოდა.
<<შენ მე უნდა გენახე, როდესაც დეიმონმა მითხრა, რომ შენც ჩვენი
ასაკის ხარ. ლამის სახლში გავიქეცი, რომ მას ჩავხუტებოდი.>> ის
მოუსვენრად ცანცარებდა. <<მაგრამ, რომ მცოდნოდა, ასე უხეშად
მოგექცა, მირჩევნია კარგად ჩამეთეთქვა.>>

