Page 19 - tmp_Neat
P. 19

<< ქეითი?>>


                    << დიახ?>> თითზე მანქანის გასაღებს ვათამაშებდი და ძალიან დიდი
               იმედი       მქონდა,  რომ  მას  მისი  მაიმუნტვინიანი  ძმის  მიუხედავად,

               მოგვიანებით ჩემთან შეხვედრა მაინც უნდოდა.

                    <<ჩემი ძმის გამო ბოდიში უნდა მოგიხადო, ის უდავოდ არც თუ ისე

               კეთილგანწყობილი იყო.>>

                    ლამის თანავუგრძნობდი, რომ ის ასეთი დეგენერატის ნათესავი იყო.

               <<შენ არაფერ შუაში ხარ.>>

                    ის მისი გასაღების რგოლს ეთამაშებოდა და თან მე მიყურებდა. << მას

               საკმაოდ  განვითარებული  დაცვის  ინსტინქტი  აქვს  და  უცხოების
               მიმართ ძალიან ფრთხილია.>>


                    ჩვენ  რა  ახლა  ძაღლზე  ვლაპარაკობდით?  ლამის  გავიცინე,  მაგრამ
               მერე შევამჩნიე, რომ დიის თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი და

               მეჩვენა,  რომ  გულწრფელად  ნერვიულობდა  იმაზე,  მე  ამას  მისგან
               ბოროტად  თუ  მივიღებდი.  ასეთი  ძმა  მართლაც  საშინელება  უნდა

               ყოფილიყო. <<არაა პრობლემა. ალბათ მართლაც ცუდი დღე ჰქონდა.>>

                    <<ალბათ.>>  ის იღიმოდა, მაგრამ ეს გულდაწყვეტას უფრო ჰგავდა.


                    <<მართლა, ამაზე ნუ ინერვიულებ. ამას ჩვენზე არავითარი გავლენა
               არა აქვა.>>


                    <<მადლობა!  არ  მინდა  თავი  მოგაბეზრო,  მაგრამ  დიდი  სურვილი
               მაქვს, დღეს ნაშუადღევს შენთან ერთად რამე გავაკეთო. გაქვს უკვე რამე

               გეგმები?>>

                    << მინდოდა ის გაველურებული ყვავილიების ბაღი ჩვენს წინა ეზოში

               გამელამაზებინა.  იქნებ  გინდა  დამეხმარო?>>  შესაძლოა  სასიამოვნოც
               ყოფილიყო, საზოგადოების ყოლა.


                    <<ო,  ეს  მშვენივრად  ჟღერს.  მე  ახლა  სასწრაფოდ  მივიტან
               პროდუქტებს  სახლში  და  მერე  ეგრევე  გადმოვალ.>>  მიპასუხა
               <<მიხარია ძალიან მებაღეობა, ასეთი რამ ჯერ არასდროს გამიკეთებია.>>


                    სანამ  კითხვის  დასმას  მოვასწრებდი,  თუ  როგორ  შეიძლებოდა
               მთელი  ბავშვობის  ისე  გატარება,  რომ  ერთი  უბრალო  პამიდორიც  არ

               გქონოდა დარგული, იჯდა ის უკვე მის მანქანაში და ავტომობილების
   14   15   16   17   18   19   20   21   22   23   24