Page 18 - tmp_Neat
P. 18

ალბათ  ძალიან  გაღიზიანებული  ხარ  ამდენი  ამოლაგებით,  თან  ახლა

               საყიდლებიც  გაქვს.  ეს  ორი  რამ  ყველაზე  საშინელი  რამეა,  რაც  კი
               წარმომიდგენია.  ჯოჯოხეთი  ალბათ  ამისგან  შედგება.  წარმოიდგინე,

               ვალდებული  იყო  უსასრულოდ  ყუთები  ამოალაგო  და  საყიდლებზე
               იარო.>>


                    დიის შეუსვენებელ ლაქლაქზე ყურის დევნებას ვეღარ ვახერხებდი
               და  გამეციანა,  თან  ურიკაში  პროდუქტებს  ვამატებდით.  წესით  ისეთი

               ვინმე, როგორიც ის იყო, ხუთ წუთშივე ნერვებს მომიშლიდა, მაგრამ ის
               ელვარება მის თვალებში და ის, თუ როგორ ქანაობდა ის ქუსლებზე წინ

               და უკან, გადამდები იყო.

                    <<გჭირდება  კიდევ  რამე?>>  მკითხა  დიიმ.  <<მე  ფაქტობრივად

               ყველაფერი  მაქვს.  მე  ისედაც  მხოლოდ  იმიტომ  მოვედი  აქ,  რომ  შენ
               მენახე,  და  მერე  საყინულემ  მთელი  მისი  ნაყინით,  ფორმალურად

               დამიძახა.>>

                    გავიცინე და ჩემს საკმაოდ სავსე ურიკას დავხედე. << კი, იმედი მაქვს,

               მეც მოვრჩი.>>

                    <<კარგი, მაშინ ერთად მივიდეთ გადასახდელად.>>


                    სანამ სალაროსთან ვიცდიდით, დიი ისევ მხიარულად საუბრობდა
               და მე ის უცნაური შემთხვევა მაცივრებთან გადამავიწყდა. დიის აზრით

               ამ  ქალაქს  კიდევ  ერთი  სუპერ-მარკეტი  სჭირდებოდა,  რადგან  ეს
               ბიოლოგიურ  პროდუქტებს  არ  სთავაზობდა  და  იმ  კერძისთვის,  რაც

               დეიმონს  ვახშამისთვის  უნდა  მოემზადებინა,  ბიოლოგიური  ქათამი
               ერჩივნა. დროთა განმავლობაში უფრო მიიოლდებოდა მასთან საუბარი

               და  თანდათან  მოვეშვი.  ის  არ  იყო  ჰიპერაქტიური,  არამედ  მხოლოდ
               ასე... ცოცხალი. ვიმედოვნებდი, რომ ეს მეც გადმომედებოდა.


                    სალაროსთან  რიგი           შედარებით  უფრო  სწრაფად  მიიწევდა  წინ,
               ვიდრე  დიდ  ქალაქებში.  უკვე  მალე  გარეთ  ვიყავით,  სადაც  დიი  მისი
               ახალი ფოლქსვაგენის უკან გაჩერდა და საბარგული გააღო.


                    <<მაგარი მანქანაა.>> დავადგინე. როგორც ჩანდა ან მისი ოჯახი იყო
               მდიდარი ან თვითონ დიის ჰქონდა სამსახური.


                    <<მიყვარს.>> ის მის მანქანას მოეფერა. << ეს მთელი ჩემი სიამაყეა.>>

                    მე ჩავალაგე ჩემი ნავაჭრი ჩემს ძველ, ჟანგიან მანქანაში.
   13   14   15   16   17   18   19   20   21   22   23