Page 22 - tmp_Neat
P. 22
მისი სიცილი ჩაკვდა და თვალი ამარიდა. <<არა, ჩვენ აქაურები არ
ვართ.>>
<<მშობლების სამსახურის გამო გადმოხვედით?>> თანაც ვერ
წარმომედგინა, აქ რა სამსახური შეიძლებოდა არსებულიყო.
<<ხო. ისინი ქლაქში მუშაობენ. იშვიათად ვხედავთ მათ.>>
რაღაც ისეთი უცნაური გრძნობა დამეუფლა, რომ ამის მიღმა კიდევ
რაღაც იმალებოდა. <<ეს ძნელი უნდა იყოს, მაგრამ... ასე თქვენი
თავისუფლება მაინც გაქვთ. დედაჩემიც იშვიათადაა სახლში.>>
<<მაშინ კი იცი რაზეც ვლაპარაკობ.>> უცაბედად სევდიანად
გამოიყურებოდა. << ჩვენ ასეა თუ ისე ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ.>>
<<კაცი იფიქრებდა, რომ ჩვენი ცხოვრება იმაზე საინტერესოა, ვიდრე
ის სინამდვილეში არის, არა?>>
ოდნავ მტკივნეული სახით შემომხედა. <<ადრე მეც სულ ასე
ვფიქრობდი, მაგრამ ხომ გაგიგია, ფრთხილად იყავი რასაც ინატრებო?>>
ფეხის წვერებზე შედგა. ჩანდა, რომ ჩვენს შორის არცერთს
გვეჩქარებოდა დუმილის შეწყვეტა, რომელიც ჩვენს შორის ჩამოვარდა.
ზუსტად ვიცოდი, რასაც გულისხმობდა. მრავალჯერ ვწოლილვარ ღამე
მღვიძარე და მინატრია, რომ დედა როგორმე რამეს შეცვლიდა _ და აი,
კეთილი იყოს ჩვენი მობრძანება ვესთ ვირჯინიაში.
ცას მოულოდნელად შავი ღრუბლები ჩამოაწვა და ეზო დააბნელა.
დიიმ შუბლი შეიჭმუხნა. <<არა რა, როგორც ჩანს ჩვენი განთქმული
ნაშუადღევის ავდარი ჩამოგვაწვება. მეტწილად ნახევარი საათი
გრძელდება ხოლმე.>>
<<არ გაგვიმართლა. მაშინ ჯობია ბაღში მუშაობა ხვალისთვის
გადავდოთ. დრო გაქვს?>>
<<რა თქმა უნდა.>> დიის გააჟრჟოლა. ჰაერში უეცრად აცივდა.
<<არ მესმის ეს ავდარი საიდან გაჩნდა.>> ვმსჯელობდი. << როგორ
უცაბედად, თითქოს არაფრისგან მოვიდა.>>
დიი საქანელიდან წამოხტა და შარვალზე ხელები გაიწმინდა. <<ასე
ჩანს. მგონი დედაშენი ადგა და მე დეიმონი უნდა გავაღვიძო.>>
<<იმას სძინავს? ეს ცოტა გვიანი არ არის?>>

