Page 23 - tmp_Neat
P. 23
<<ის ასეთი უცნაურია.>> მიპასუხა დიიმ. << ხვალ ისევ გამოგივლი
და შეგვიძლია ერთად წავიდეთ სამშენებლო მარკეტში.>>
სიცილით ჩამოვსრიალდი მოაჯირიდან. <<კარგად ჟღერს.>>
<<ძალიან კარგი.>> ვერანდის საფეხურებიდან ქვემოთ ჩახტა და
კიდევ ერთხელ ჩემსკენ მობრუნდა. <<დეიმონს ვეტყვი, რომ შენ
მოკითხვა შეუთვალე. >>
ვიგრძენი, თუ როგორ გავწითლდი. <<ახ, ეს არ არის აუცილებლად
საჭირო.>>
<<დამიჯერე, საჭიროა.>> სიცილით გადაირბინა გვერდით ეზოში.
სასწაული! სრული სიცოცხლე!
დედაჩემი ყავით ხელში იდგა სამზარეულოში. როდესაც ჩემსკენ
შემობრუნდა, ორთქლიანი ყავისფერი სითხე დახლზე გადმოისხა. მისმა
უდანაშაულო გამომეტყველებამ იგი გაამხილა.
ჩვარი ავიღე და დახლთან მივედი. <<ის ჩვენს გვერდით ცხოვრობს
და დიი ჰქვია. მე მას სუპერმარკეტში შევხვდი.>> დახლიდან ყავა
გადავწმინდე. <<მას ერთი ძმა ჰყავს, დეიმონი. ტყუპები არიან.>>
<< ტყუპები? რა საინტერესოა.>> ის იღიმოდა. <<დიი კარგი გოგოა?>>
ამოვიხვნეშე. <<კი, დე, ის ძალიან კარგი გოგოა.>>
<<ძალიან მიხარია. დრო იყო, რომ გამომძვრალიყავი შენი ნაჭუჭი-
დან.>>
მე ისიც კი არ ვიცოდი, რომ ნაჭუჭში ვიყავი.
დედაჩემმა ნაზად შეუბერა სული მის ფინჯანს და ერთი ყლუპი
მოსვა. თან ფინჯნის ზემოდან მე გამომხედა. <<ხვალ აპირებთ ისევ
შეხვედრას?>>
<< ეს ხომ უკვე იცი. შენ გვისმენდი.>>
<<ბუნებრივია.>> თვალი ჩამიკრა. <<მე დედაშენი ვარ. დედები კი
ასეთებს ჩადიან.>>
<<რას? სხვისი საუბრის ჩუმად მიყურადებას?>>
<<დიახაც, აბა საიდან უნდა ვიცოდე, რა ხდება?>>

