Page 15 - tmp_Neat
P. 15

კვერცხის  გულების  ხოცვა_ჟლეტვიდან,  თვალი  ნელნელა  ზემოთ

               ავაყოლე.  ცოტა  ხნით  ლაპარაკის  უნარი  დამეკარგა.  პირველივე
               შეხედვით  მეჩვენა  ის  იმისთვის,  რომ  კვერცხების  კოლოფით  ხელში

               სუპერმარკეტში  მდგარიყო,  ზედმეტად  ლამაზად.  ის  იყო,  როგორც
               მზესუმზირის  ყვავილი  ყანაში.  მასთან  შედარებით  ყველა                              სხვა

               დანარჩენი უფერულდებოდა. მას ქონდა ტალღოვანი და ჩემზე გრძელი
               თმა, რომელიც მას წელამდე სწვდებოდა. მის თითქმის უნაკლო სახის

               ნაკვთებს  ჰქონდათ  რაღაც  უდანაშაულო.  ის  ვიღაცას  მაგონებდა,
               განსაკუთრებით  მისი  საოცრად  მწვანე  თვალები.  კბილი  კბილს

               დავაჭირე. ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო!

                    ის  ყურებამდე  იღიმოდა. <<მე  დეიმონის  და  ვარ.  დიი  მქვია.>>  მან

               ჩადო  უვნებელი  კვერცხების  კოლოფი  ჩემს  ურიკაში.  <<ახალი
               კვერცხები. >> თქვა სიცილით.


                    <<დეიმონი?>>

                    დიიმ  მიმითითა  ვარდისფერი  ჩანთისკენ  მის  ურიკაში,  რომელზეც

               მობილური  ტელეფონი  იდო.  <<შენ  მას  დაახლოებით  ერთი  ნახევარი
               საათის  წინ  ელაპარაკე.  შენ  ჩვენთან  კარზე  დარეკე,  რომ...  გზა

               გეკითხა.>>

                    იმ  სრულ  იდიოტს  ესეიგი  და  ჰყოლია.  დეიმონი_  რაღაცით

               შეეფერებოდა. რა თქმა უნდა დიიც მასსავით კარგად გამოიყურებოდა.
               კეთილი  იყოს  თქვენი  მობრძანება  ვესთ  ვირჯინიაში,  მოდელთა

               არაოფიციალურ შტატში. უკვე საკუთარ თავს ვეკითხებოდი, აქაურობას
               ოდესმე  თუ  შევეგუებოდი:  <<ბოდიში,  არ  მეგონა  აქ  თუ  ვინმემ  ჩემი
               სახელი იცოდა.>> და მოკლე შესვენების შემდეგ ჩავეკითხე: <<იმან შენ

               რა დაგირეკა?>>

                    <<ხო.>>  მოქნილად  და  თანაც  დროულად  მიაგორა  მან  მისი  ურიკა

               გვრდზე,  სანამ  ერთ  ბავშვს  დაეჯახებოდა,  რომელიც  ვიწრო

               გასასვლელში ამოკს ჩადიოდა. <<გავიგე, რომ გადმოხვედით და ისედაც
               მინდოდა თქვენთან შემოვლა, ამიტომ როგორც კი ჩემმა ძმამ მითხრა,
               რომ  აქ  იყავი,  მაშინვე  აუცილებლად  შენი  გაცნობა  მოვინდომე  და  აქ

               გეძებდი. მან შენი აღნაგობა დამიხასიათა. >>

                    ეს დახასიათება კარგად წარმომედგინა.
   10   11   12   13   14   15   16   17   18   19   20